2016-2020 წლებში თბილისის სატრანსპორტო კომპანია 1.149 მილიარდ მგზავრს მოემსახურა

2016-2020 წლებში თბილისის სატრანსპორტო კომპანია 1.149 მილიარდ მგზავრს მოემსახურა

access_time2021-07-13 13:00:20

2016-2019 წლებში მგზავრთნაკადი თბილისის ავტობუსში 11%-ით, ხოლო მეტროში 31%-ით გაიზარდა. 2020 წელს, პანდემიის გამო, ორივე მონაცემი განახევრდა. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში საბაგირო აღმოაჩნდა, რომელმაც მგზავრების 88%-ზე მეტი დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია კომერსანტს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან მიაწოდეს.


თბილისში ავტობუსების პარკის განახლება 2016 წლის ოქტომბრიდან, 10 ერთეული MAN-ის 12–მეტრიანი, თხევად გაზზე მომუშავე, EURO 6 სტანდარტის ავტობუსით დაიწყო. მათი რაოდენობა 2017 წელს 143-მდე გაიზარდა. დღეს დედაქალაქში 500-ზე მეტი MAN-ის 12–მეტრიანი, MAN-ის 10–მეტრიანი, ISUZU-ს 8–მეტრიანი და BMC-ის 12–მეტრიანი ახალი ავტობუსი მოძრაობს. მათ 80-მდე ძველი ბოგდანის მარკის ამორტიზებული ყითელი ავტობუსი ემატება. მათი სრულად ჩანაცვლება წლის ბოლომდეა დაგეგმილი.


2016 წელს მუნიციპალური ავტობუსით სულ 121 მლნ მგზავრმა ისარგებლა. დღიურმა საშუალო მგზავრთნაკადმა 330 600 შეადგინა. წლიურმა მგზავღნაკადმა 2019 წელს 135 მლნ-ს მიაღწია, რაც დღიურად 369 900 მგზავრს ნიშნავდა. 2020 წელს ეს რიცხვები, შესაბამისად, 73 მლნ-მდე და 200 000-მდე შემცირდა.


მერიის გეგმის თანახმად, 2022 წლის ბოლომდე ავტობუსების პარკის 972-მდე გაზრდაა დაგეგმილი, მათ შორის უნდა იყოს 200 ერთეული 18–მეტრიანი ავტობუსიც. 2-3 წლის წინ აქტიურად განიხილებოდა ელექტრო ავტობუსებისა და 24–მეტრიანი ავტობუსების შემოყვანაც. იდეა იდეად დარჩა.


რეფორმის დაწყებამდე, 2016 წელს, ყველა ავტობუსს ერთად ჯამში 27 000 მგზავრის გადაყვანა შეეძლო. დღეს ეს რიცხვი 48%-ით 40 000-მდეა გაზრდილი, რომელიც წლის ბოლომდე და მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება.


2016-2019 წლებში მეტროში მგზავრთნაკადი ავტობუსთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა. თუ 2016 წელს მეტრო 105 მლნ მგზავრს მოემსახურა, ანუ დღიურად 287 700-ს, მგზავრთნაკადი 138 მლნ-მდე, ანუ დღიურად 378 100-მდე გაიზარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 5 წელიწადში, როდესაც მეტროთი უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლა, ვიდრე ავტობუსით. აღსანიშნავია ისიც, რომ წლის მეოერე ნახევარში ძალური კაბელისა და სავენტილიაციო სისტემის განახლების გამო მეტრო მუშაობას 00:00 სთ-ის ნაცვლად 23:00 სთ-ზე წყვეტდა. დიდ ზრდას დიდი კლება მოჰყვა. თუ ავტობუსში პანდემიურ 2020 წელს მგზავრთნაკადი 45.7%-ით შემცირდა, მეტროში ვარდნამ 49.3%-ს მიაღწია და 70 მლნ-მდე, დღიურად კი 191 300-მდე შემცირდა.



ამჟამად თბილისში ორ ხაზზე განლაგებულ 23 სადგურს მეტროს 192 ვაგონი ემსახურება. ბოლო 23-ე სადგური „უნივერსიტეტი“ თბილისში 2017 წლის წლის 16 ოქტომბერს გაიხსნა. 2021 წლის 10 თებერვლიდან მეტრო „გოცირიძე“ რეაბილიტაციის მიზნით 3 თვით დაიხურა, თუმცა დახურვიდან 5 თვის შემდეგ სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის. რეაბილიტაცია სადგურის გადახურვასა და შშმ პირებზე ადაპტაციას ითვალისწინებს.


გადწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ განიხილება გვირაბებში მობილური და ინტერნეტკავშირების უზრუნველყოფა. სამ სადგურს: „ახმეტელის თეატრს,“ „მარჯანიშვილსა“ და „თავისუფლების მოედანს“ კი შესაძლოა მეორე ამოსასვლელი დაემატოს. გადაწყვეტილება არც ამ საკითხზეა მიღებული. მესამე ხაზის პროექტი ოფიციალურად გაუქმდა. ოფიციალურად არა, მაგრამ ასევე გაუქმდა 2018 წელს დაანონსებული ლილომდე მისაყვანი მეტროს პროექტიც.


პანდემიის გამო შემოღებული ლოქდაუნის გამო შარშან, მეოთხედი წლის განმავლობაში, 366-დან 93 დღე (31 მარტიდან 29 მაისამდე და 28 ნოემბრიდან 31 დეკემბერის ჩათვლით) მუნიციპალური ტრანსპორტი მთლიანად აკრძალული იყო. კიდევ 19 დღე, 9 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე მეტროცა და ავტობუსიც მუშაობას 22:00 სთ-მდე ამთავრებდა.



ჯერ კიდევ კომენდანტის საათის გამოცხადებამდე, 2020 წლის მარტში, როცა სასწავლო და სამუშაო პროცესის დიდი ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, დღიური მგზავრთნაკადი 80 000-ს ჩამოსცდა. იმის გათვალისწინებით, რომ ნორმალური ცხოვრების პროცესი ჯერ კიდევ ბოლომდე დაბრუნებული არ არის, პანდემიამდელი რიცხვები არ აღდგენილა. ახლაც და პანდემიამდეც, სამუშაო დღეებში, მგზავრთნაკადი შაბათ-კვირის მაჩვენებელს, საშუალოდ, 15-20 პროცენტით აღემატებოდა. ტრაფიკი მცირდებოდა ზაფხულშიც. პანდემიამდე, სამუშაო დღეებში მეტროშიც და ავტობუსშიც დღიური მგზავრთნაკადი 450 000-ს აჭარბებდა და რამდენჯერმე 0.5 მლნ-იანი ბარიერიც გადაილახა.


მეტროსა და ავტობუსის მსგავსად ვარდნა ჰქონდა საბაგიროსაც, თანაც ბევრად უფრო მასშტაბური. თუ 2019 წელს საბაგირო 1.976 მლნ მგზავრს მოემსახურა, 2020 წელს ეს რიცხვი თითქმის 10-ჯერ 225.7 ათასამდე შემცირდა. იქამდე 2016-2019 წლებსი ყველაზე მეტად – 33%-ით – სწორედ საბაგიროს მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა. 2020 წელს  88.5%-იანი კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტურიზმის ჩავარდნა გახდა.


2021 წლამდე თბილისში სულ 2 საბაგირო ხაზი ფუნქციონირებდა, რიყეზე და კუს ტბაზე. 2021 წლის 19 აპრილიდან თსუ-ს მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგიროც ამოქმედდა. რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. 2 წლის წინ ასევე განიხილებოდა გლდანი-თემქის, სამგორი-ვზაისუბნისა და სამება-მახათას მთის დამაკავშირებელი საბაგირო ხაზების მშენებლობის პროექტებიც.


2016-2020 წლებში თბილისის სატრანსპორტო კომპანია სულ სამი სახეობის ტრანსპორტს განაგებდა, საიდანაც ავტობუსმა ჯამში 589 მლნ მგზავრი გადაიყვანა, მეტრომ 553 მლნ, საბაგირომ კი 7.4 მლნ, რაც ჯამში 1.149 მლრდ-ს უდრის. სტატისტიკაში უბილეთო მგზავრების რაოდენობა გათვალისწინებული არ არის.


2020 წლიდან მერია მიკროავტობუსების მართვაშიც ჩაერთო და 30 მლნ ლარად 300 ერთეული FORD-ის მწარმოებული მიკროავტობუსი შეიძინა. რაც შეეხება ტრამვაის დაბრუნებას, მაღალი კაპიტალური დანახარჯის მიზეზით, ბოლო წლებია პროექტი აღარც კი განიხილება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up