2016-2021 წლებში საქართველოში ტყის ფართობი 43 ჰექტარით შემცირდა

2016-2021 წლებში საქართველოში ტყის ფართობი 43 ჰექტარით შემცირდა

access_time2021-12-05 16:29:08

2016-2021 წლებში საქართველოს ტყეების ფართობი 43 ათასი ჰექტარით შემცირდა. მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, ეს დაახლოებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნახევარია. არასამთავრობო სექტორმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო ტყეს კერძო თუ იურიდიულ პირებს უსასყიდლოდ ჩუქნის, რის შემდეგაც ხშირ შემთხვევაში მესაკუთრეები ტყეს ჩეხენ და ამ ადგილას სახლებს აშენებენ.

საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეა, თუ მას დავამატებთ ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საძოვრებს, მივიღებთ სახელმწიფო ქონების დაახლოებით 2/3-ს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა - CENN, ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - წარმოადგინეს კვლევა, რომლის მიხედვითაც კარგად ჩანს, რომ ამ საერთო ქონებას სახელმწიფო სხვადასხვა კერძო პირს ურიგებს.

CENN-ის ხელმძღვანელი ნანა ჯანაშია განმარტავს, რომ 2016 წელს გამარტივდა მიწის რეგისტრაციის წესი. ტყის ფონდის გასხვისება ახლა სამინისტროების გვერდის ავლით, თვითმმართველობის დონეზე ხდება. მუნიციპალიტეტებში შექმნილია აღიარებითი კომისიები, რომლებიც წყვეტენ, ვის მისცენ მიწა და ვის - არა.

შედეგად, 2016 წლიდან დღემდე მთელ საქართველოში ტყის ფონდიდან დაახლოებით 43 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი არის ამორიცხული. სულ გასხვისებულია ტყის 25 ათასი უბანი, აქედან 18 ათასი კერძო პირებზე, დანარჩენი - იურიდიულზე.

„შიდა ქართლში ბევრი ნაკვეთია გადაცემული საპატრიარქოსთვის. ბევრი ნაკვეთია გადაცემული კერძო პირებზე, ხშირად ისინი ამ ტერიტორიებს მშენებლობისთვის იყენებენ. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თბილისის მიმდებარე ტერიტორიები, ბულაჩაური, ჭოპორტი, ასევე ბორჯომი, ბაკურიანი, სადაც მიწა ძვირია. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს მიწები უფასოდ გაიცემა“, - ამბობს მკვლევარი ვახო ჩიტიშვილი.

პროცედურა ასეთია: პირმა თუ კომპანიამ, რომელსაც მიწის ნაკვეთის დაკანონება სურს, უნდა მოამზადოს საკადასტრო აზომვითი ნახაზი და დაამტკიცოს, რომ ეს ტერიტორია წარსულში ნამდვილად მას ეკუთვნოდა. ამ შემთხვევისთვის, როგორც წესი, მუნიციპალურ არქივებს იყენებენ.

„როგორც მეუბნებიან, ძალიან ადვილად ხდება მიწის დამტკიცება, თან ძალიან კარგი, ძვირადღირებული ადგილების. კორუფციაზე საუბარი რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ამის ეჭვი ჩნდება.


ჩვენ გვინდა, რომ თუ სახელმწიფო ტყის ნაწილს კერძო მესაკუთრეს გადასცემს, ეს მთავრობის დადგენილებით, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით მოხდეს და არა ადგილობრივ დონეზე, გარემოს დაცვის სამინისტროს გარეშე“, - ამბობს ნანა ჯანაშია.

გარემოს დამცველები ამბობენ, რომ მთელ ამ პროცესში მთავარი პრობლემა ის არის, რომ ტყის ნაწილის კერძო მესაკუთრეზე გადაცემის შემდეგ, ამ ტერიტორიას ტყის სტატუსი ეხსნება.

„კერძო მესაკუთრეები დაუყოვნებლივ იწყებენ ტყის გაჩეხვას, ბეტონის გალავნებისა და აგარაკების მშენებლობას. ეს ხდება ბულაჩაურში, ბორჯომში... ასევე იურიდიული კომპანიები, რომლებსაც დიდი ფართობები გადაეცათ, იქ სასტუმროებს აშენებენ“, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი.

გარემოს დამცველების მთავარი მოთხოვნა ამ შემთხვევაში სწორედ ის არის, რომ გასხვისებულ ნაკვეთებს ტყის სტატუსი შეუნარჩუნდეს. ამ შემთხვევაში მესაკუთრე მათ გაჩეხას ვეღარ შეძლებს. ისინი ასევე ითხოვენ შეჩერდეს გამარტივებული წესით მიწების გასხვისება.

„თუ არა და, ჩვენ ვკარგავთ არა მარტო ტყეს, არამედ მიწებს, წყალს. ჩვენი ტყეები არ არის სამრეწველო დანიშნულების, ჩვენი ტყეები არის წყალწარმომქმნელი, წყალდაცვითი... და თუ ტყე არ გვექნა, არც წყალი არ გვექნება“, - ამბობს ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ხელმძღვანელი.

რამდენად გაიზიარებს გარემოს დამცველების მოთხოვნებს სახელმწიფო, ნათელი არ არის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე თავი შეიკავეს.

წყარო: "რადიო თავისუფლება"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up