,,2019 წელთან  შედარებით გაყიდვები 18%-ით გაიზარდა“ – რა გეგმები აქვს „გეფერინს“

,,2019 წელთან შედარებით გაყიდვები 18%-ით გაიზარდა“ – რა გეგმები აქვს „გეფერინს“

access_time2021-08-21 20:00:11

ქვეყნის შიგნით გაყიდვები 18%-ით გაიზარდა, თუმცა საექსპორტო ბაზრებიდან, მხოლოდ 4 ქვეყანაში აღდგა რეალიზაცია - ამის შესახებ „გეფერინის“ დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში და ექსპორტზე გაყიდვების წილი უკვე 50-%-50%-ზეა.

,,შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ყველა მაღაზია გავხსენით და ეტაპობრივად, ექსპორტიც დაბრუნდა. ადრე თუ არ იყო ამდენად მნიშვნელოვანი ონლაინ პლატფორმა, ახლა მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ჯერ საქართველოში დავნერგეთ და გავმართეთ ეს სისტემა და შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში გადავიტანეთ.

ამ ეტაპამდე, ყველა საექსპორტო ბაზარი ვერ დავიბრუნეთ. რეალიზაცია აღდგა 4 ქვეყნაში - აშშ-ში, საფრანგეთში, ყაზახეთში და რუსეთში. თუმცა, იქაც ონლაინ პლატფორმით ვვაჭრობთ, რადგან შეზღუდვები ჯერ კიდევ არის. პანდემიამდე ჩვენი საექსპორტო და შიდა გაყიდვები 70%-30%-ზე იყო და ახლა 50%-50%-ზეა. საერთო ჯამში ექსპორტს დავეწიეთ.

ბოლო კვარტალში 2019 წელთან მიმართებაში შიდა გაყიდვები 18%-ით არის გაზარდილი. გასულ წელს, რა თქმა უნდა, არ ვადარებთ, რადგან გაჩერებულიიყო ყველაფერი“, - განაცხადა ილია გეფერიძემ.


მისივე თქმით, კომპანია გაფართოებას და ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებას მიმდინარე წელს გეგმავს.

,,წლის ბოლომდე ვგეგმავთ ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებას. გაფართოებას ვაპირებთ, როგორც ფეხსაცმლის, ასევე ჩანთების ხაზის. ეს გასულწელს უნდა მომხდარიყო, თუმცა პანდემიამ შეგვიშალა ხელი. ახლა, ინვესტორებთან მიდის მოლაპარაკებები და შემოდგომაზე უკვე გვეცოდინება, რა მოცულობის ინვესტიციას განვახორციელებთ და რამდენად გაიზრდება ჩვენი საწარმოო ხაზი“, - ამბობს გეფერიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, Gepherrini ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა. ტრადიციული ორნამენტებით გაწყობილმა, გეომეტრიული დიზაინის ჩანთებმა დაინტერესებაარა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიწვია. Gepherrini-ს პროდუქცია იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, შვედეთში, ჩინეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. საქართველოში კომპანია 6 სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი, აქედან 5 თბილისში და ერთი - ბათუმში.


Bpn.ge


თეგები:
გეფერინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up