2020 - 2022 წლებში თბილისის საკრებულოს სატელეფონო ხარჯმა - ₾94,000, ხოლო საწვავმა - ₾750,000 შეადგინა

2020 - 2022 წლებში თბილისის საკრებულოს სატელეფონო ხარჯმა - ₾94,000, ხოლო საწვავმა - ₾750,000 შეადგინა

access_time2022-12-28 17:32:17

ხელფასისა თუ ჰონორარის გარდა, ხშირად, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა ტიპის სერვისით სარგებლობენ, რაც საბიუჯეტო თანხებით არის უზრუნველყოფილი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ (GMC) მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, გადაწყვიტეს, რომ მასალის მომზადებისას თბილისის საკრებულოს დეპუტატებისთვის გათვალისწინებული ბენეფიტები ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქის საკრებულოებთან შეედარებინათ.


ავტოპარკი


თბილისის საკრებულო უკვე წლებია, ათობით ავტომობილის მომსახურებით სარგებლობს, რაშიც საბიუჯეტი სახსრები იხარჯება. კერძოდ - საკრებულოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020-2021 წლებში, თბილისის საკრებულოს 40 ავტომობილი ემსახურებოდა, ხოლო 2022 წელს, ეს მაჩვენებელი 44 ავტომობილამდე გაიზარდა.


სატრანსპორტო საშუალებებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, იმ ფაქტის გათვალისწინებაც, რომ მანქანების დიდი ნაწილი "გაპიროვნებულია", რაც იმას ნიშნავს, რომ საკრებულოს წევრსა თუ პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო უწყების მფლობელობაში არსებული ავტომობილი, დროებით სარგებლობაშია გადაცემული, რასაც ხშირად, მძღოლის მომსახურებაც თან ერთვის.


„არსებული სურათის გათვალისწინებით, გამოდის, რომ საკრებულოს საკუთრებაში არსებული ავტომობილების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 70%, დეპუტატების ინდივიდუალური მომსახურებისთვისაა გამოყოფილი და არა, რაიმე საჯარო სიკეთის მიღწევისთვის.


უფრო ზუსტი წარმოდგენა რომ გვქონდეს პირებზე, რომლებსაც ავტომობილი ემსახურებათ, უნდა დავიხმაროთ თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესი, რომლის თანახმადაც, განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი, ვისაც მანქანის მოხმარება შეუძლია და ამავდროულად, გათვალისწინებულია საწვავის ყოველთვიური ლიმიტი“, — აღნიშნულია GMC-ის მასალაში.


ეს სია, შემდეგნაირად გამოიყურება:

თბილისის საკრებულოს თავჯდომარე (450 ლიტრი)

საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე (350 ლიტრი)

საკრებულოს თავჯდომარის მეორე მოადგილე (350 ლიტრი)

საკრებულოს თავჯდომარის მესამე მოადგილე (350 ლიტრი)

საკრებულოს კომისიის თავჯდომარე (320 ლიტრი)

საკრებულოს ფრაქციის თავჯდომარე (320 ლიტრი)

საკრებულოს ფრაქციის თვჯდომარის მოადგილე (300 ლიტრი)

საკრებულოს აპარატის უფროსი (300 ლიტრი)

დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატია, რომელთაც 4 ფრაქცია აქვთ გაკეთებული. ყველაზე დიდი ფრაქცია ქართულ ოცნებას აქვს, სადაც ფრაქციის თავმჯდომარის გარდა, სახელმწიფო ავტომობილი მის 5 მოადგილეს ემსახურება.

სიდიდით მეორე ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებით არის დაკომპლექტებული, სადაც ანალოგიური მომსახურებით თავმჯდომარე და მისი 4 მოადგილე სარგებლობს.

ამ ორი დიდი ფრაქციის გარდა, თბილისის საკრებულოში კიდევ ორი, შედარებით მცირე ფრაქციაა, ესენია - თბილისი საქართველოსთვის, რომელიც სამი წევრისგან შედგება (1 თავმჯდომარე, 1 მოადგილე) და ლელო-პარტნიორობა თბილისისისთვის, რომელიც ასევე 3 წევრისგან ( 1 თავმჯდომარე და 1 მოადგილე) შედგება.

არსებული ინფორმაციით, ლელოს ფრაქციის თავმჯდომარეს - საბა ბუაძეს, უარი აქვს ნათქვამი, როგორც ავტომობილის მოხამრებაზე, ასევე საწვავის მიღებაზე და მძღოლის ყოლაზე.



საწვავის ხარჯი


ხარჯები, რომელიც თბილისის საკრებულოს ავტოპარკზეა გაღებული, დიდწილად, საწვავზეა გადანაწილებული. მანქანის რაოდენობის ზრდისა და სავარაუდოდ, საწვავის ფასების ცვლილების შედეგად, სახეზეა ხარჯების ზრდის საგრძნობი ტენდენცია.


თუკი 2020 წელს, 40 ავტომობილისთვის განკუთვნილ საწვავში, ჯამში -183 ათასი ლარი დაიხარჯა, 2022 წლის პირველ 11 თვეში, ამ მაჩვენებელმა - 288,400 ლარს მიაღწია.


„რაც შეეხება რაოდენობას, შეძენილი საწვავის საშუალო ყოველწლიური მაჩვენებელი, ამ არასრული სამი წლის პერიოდში - 105 ათას ლიტრს შეადგენს.


საბოლოო ჯამში, 2020-2022 წლებში, თბილისის საკრებულომ - 316 ათასი ლიტრი საწვავი შეიძინა, რისთვისაც 750,050 ლარი დაიხარჯა“, — განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.


ავტომობილების შეკეთება და დაზღვევა

„მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ საწვავისთვის განკუთვნილი თანხის შემდეგ, ყველაზე ხარჯიანი ნაწილი, ავტომობილების შეკეთებაა.


2020-2022 წლის მონაკვეთში, ამ მიმართულებით, ყოველთვიური ხარჯები, თითქმის იდენტურია და სავარაუდოდ, 2022 წელს, მცირე კლებაა მოსალოდნელი.


არასრულს სამ წელიწადში, მანქანების სარემონტო სერვისზე, ჯამურად - 432,000 ლარი დაიხარჯა.


რაც შეეხება მანქანების დაზღვევას, ამავე პერიოდში - 46,000 ლარია დახარჯული. აქვე ხაზგასასმელია, რომ ჩვენთვის უცნობია, რა რაოდენობის თანხა აქვს სადაზღვეო კომპანიას გაღებული, საკრებულოს ბალანსზე არსებული მანქანების სარემონტო სერვისში“, — აღნიშნულია GMC-ის მასალაში.


ევროპული პრაქტიკა


„თბილისის საკრებულოს გარდა, ჩვენ ინფორმაცია ტალინის საკრებულოდან და ბუქარესტის საკრებულოდან გამოვითხოვეთ.


ესტონეთის დედაქაალქიდან შეგვატყობინეს, რომ ტალინის საკრებულოს ბალანსზე ავტომობილები არ არის, შესაბიმისად, საკრებულოს წევრები ამ სერვისით არ სარგებლობენ.


ცხადია, ტალინის ბიუჯეტიდან არც ავტომობილების მოვლა-შენახვა-დაზღვევაზეა თანხები გათვალისწინებული.

დაახლოებით მსგავსი შინაარსის პასუხი მოგვწერეს ბუქარესტის საკრებულოდანაც, სადაც მითითებულია, რომ ბუქარესტის საკრებულოს წევრები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილებით არ სარგებლობენ. ესტონეთის დედაქალაქის მსგავსად, ავტომობილების სერვისისთვის განკუთვნილი თანხა, არც ბუქარესტის საკრებულოს ბიუჯეტში მოიძებნება“, აცხადებენ GMC-ში. 


სატელეფონო მომსახურება


ავტომობილის მოხმარებისთვის გამოყოფილი ხარჯების გარდა, საკრებულოს ყველა დეპუტატისთვის, ბიუჯეტიდან, ყოველთვიურად, სატელეფონო ხარჯებია უზრუნველყოფილი.


2020 წელს, დეპუტატების სატელეფონო მომსახურებაზე - ₾33,414 დაიხარჯა, 2021 წელს - ₾32,306, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 10 თვის მონახემებით - 28,068 ლარია დახარჯული.


არასრულ 3 წელიწადში, სატელეფონო მომსახურების ხარჯებმა - 93,799 ლარი შეადგინა.


ტალინის საკრებულოს ამ ტიპის ხარჯი, ბიუჯეტიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება.



„საჰონორარო მომსახურების, თანაშემწეების ყოლის შესაძლებლობისა და წარმომადგენლობითი ხარჯების გარდა, თბილისის საკრებულოს წევრები, არაერთი სერვისით სარგებლობენ, რომლის უზრუნველყოფაც, საბიუჯეტო თანხებით ხორციელდება.


გაურკვეველია, რა საჯარო ინტერესს ემსახურება ამხელა ავტოპარკი, როდესაც მანქანების უდიდესი ნაწილი, კერძო პირების მომსახურებაზეა გამოყოფილი, რაც ბიუჯეტს ასობით ათასი ლარი უჯდება.


დაუდგენელია, რატომ იზრდება მანქანების რაოდენობა, რაც ავტომატურად გულისხმობს, მომსახურებაზე გაწეული ხარჯების გაზრდასაც. მაგალითისთვის, ფლანგვის დეტექტორის 2016 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს დედაქალაქის საკრებულოში 35 ავტომობილი იყო, ხოლო წელს, ეს რიცხვი 44-ს შეადგენს. ავტოპარკის გაზრდის მიზეზი უცნობია.


გარდა ამისა, ევროკავშირის ორი დედაქალაქის საკრებულოს მაგალითზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ დეპუტატებისთვის გამოყოფილი დამატებითი ბენეფიტები, როგორსაც თბილისის საკრებულოში ვხვდებით, არამიზნობრივ ხარჯად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგანაც ასეთი შესაძლებლობებით, ევროპელი დეპუტატები არ სარგებლობენ.


სასურველი იქნება, თუკი თბილისის საკრებულო გადახედავს საკუთარ პოლიტიკას და პირველ ეტაპზე, მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ ხარჯებს, რომელიც ზემოთ არის ჩამოთვლილი და საჯარო ინტერესების განხორციელებასთან დაკავშირებული, არ არის“ აცხადებენ GMC-ში. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up