2020 წელს საქართველოში 1000 კოვიდინფიცირებულიდან 11 იღუპებოდა წელს - 16-ზე მეტი

2020 წელს საქართველოში 1000 კოვიდინფიცირებულიდან 11 იღუპებოდა წელს - 16-ზე მეტი

access_time2021-12-29 11:00:39

საქართველოში 2021 წელს არა მხოლოდ კოვიდით გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობა, არამედ დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, სიკვდილიანობის კოეფიციენტიც მკვეთრადაა გაზრდილი. თუ შარშან ყოველი 1000 ინფიცირებულიდან 11 იღუპებოდა, წელს მსხვერპლი 16-ს აჭარბებს. ბევრი მას რეგულაციების მოხსნას უკავშირებს, რაც სხვა ქვეყნების მაგალითით არ დასტურდება. სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი რომ არ გაზრდილიყო, კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს 3400-ით ნაკლები იქნებოდა.

 


2021 წელს საქართველო მკაცრი ლოქდაუნით შეხვდა. სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და ბანკების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დახურული იყო, გასართობი დაწესებულებები არ ფუნქციონირებდა, გაჩერებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ამ ყველაფერს კომენდანტის საათიც ემატებოდა. შეზღუდვების მოხსნა თებერვლიდან დაიწყო და ივლისში დასრულდა.

 


საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ფუნქციონირება 8 თებერვლიდან განაახლა, ისიც მხოლოდ სამუშაო დღეებში. 15 თებერვლიდან აღდგა სასწავლო პროცესი. კვების ობიექტებს შაბათ-კვირის გარდა ღია სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. ასევე მხოლოდ სამუშაო დღეებში გაიხსნა სავაჭრო ცენტრებიც.

 


25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგა და სამთო კურორტებიც გაიხსნა, თუმცა საბაგიროები მხოლოდ 8 მარტიდან ჩაირთო. 15 მარტიდან მოლებს შაბათ-კვირას ფუნქციონირების ნება მიეცათ.

 


1-ლი აპრილიდან კი ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ გასართობი ცენტრები და კინო-თეატრებიც გაიხსნა. 17 მაისს კომენდანტის საათმა 2 სთ-ით ღამის 11 სთ-მდე გადაინაცვლა, რესტორნებს შაბათ-კვირას ღია სივრცეში მასპინძლობის უფლება მიეცათ. 1-ლი ივნისიდან ქვეყნის სახმელეთო საზღვრები გაიხსნა.



22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა, 1-ლი ივლისიდან კი კომენდანტის საათიც გაუქმდა, რომელიც თითქმის 8 თვე, 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებდა.

 


24 ივნისს, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული გადაუხდელი ჯარიმები გაუქმდა. ამნისტია 245 000 ფიზიკურ და 344 იურიდიულ პირს შეეხო. მათ, ვისაც უკვე გადახდილი ჰქონდა ჯარიმა, თანხა უკან არ დაბრუნებიათ.


 


ინფიცირების შემთხვევის მატებასთან ერთად რეგულაციების ნაწილი მოგვიანებით ისევ ამოქმედდა: 9 აგვისტოდან დახურულ სივრცეში პირბადე ისევ სავალდებულო გახდა, 14 აგვისტოდან 1 თვით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ გაჩერდა. 25 აგვისტოდან კვების ობიექტების 22:00 სთ-ის შემდეგ მუშაობის უფლება შეეზღუდათ.

 


რამ გამოიწვია კოვიდით დაღუპულთა რაოდენობის 13 600-მდე ზრდა რესტორნების გახსნამ და ქუჩაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმებამ, თუ ჩავარდნილმა ვაქცინაციამ და ჰოსპიტალური სექტორის მართვის კრახმა? კითხვაზე პასუხს სხვა ქვეყნების გამოცდილება სცემს.

 


საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა მედპერსონალისა და 75 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის 15 მარტიდან დაიწყო. ასაკობრივი ზღვარი ჯერ 65 წლამდე, შემდეგ 55 წლამდე, მაისიდან სინოფარმის შემოსვლის შემდეგ კი 18 წლამდე დაიწია. ვაქცინაზე მიმართვიანობა ივლისიდან ქვეყანაში ფაიზერის შემოსვლის შემდეგ გაიზარდა და აგვისტოში დღიურად 25-30 ათასს მიაღწია, თუმცა სექტემბრიდან ისევ შემცირდა. 27 დეკემბრის მდგომარეობით ორჯერადად 1.132 მლნ ადამიანია აცრილი, რაც სრული მოსახლეობის 31%-ზე ნაკლებია და მინიმალურ სამიზნე მაჩვენებელს სულ მცირე 2-ჯერ ჩამორჩება.

 


9 ნოემბრიდან 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის აცრის სანაცვლოდ 200 ლარიანი წამახალისებელი პროგრამა ამოქმედდა, 28 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პროგრამა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება და მასში 50-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებიც ჩაერთვებიან.

 


1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა. მწვანე პასპორტის მოთხოვნა რესტორნებზე, საბაგიროებზე, კინო-თეატრებზე, ბავშვთა გასართობ ცენტრებზე (თანმხლები პირებისთვის) და მუზეუმებზე ვრცელდება. სტატუსის მოსაპოვებლად ადამიანს ან კოვიდი უნდა ჰქონდეს გადატანილი, ან მეორე აცრიდან 2 კვირაზე მეტი და 6 თვეზე ნაკლები იყოს გასული, ასევე შესაძლებელია 24 საათის ვალიდურობის სწრაფი და 72 სთ-ის ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხიც. მწვანე პასპორტის აღება შესაძლებელია როგორც აპლიკაციით სმარტფონში ასევე ფიზიკური ფორმით იუსტიციის სახლში.

 


კოვიდგატანილები უვადო მწვანე პასპორტს იღებენ, რაც მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო მოვლენაა. მედიკოსები, მათ შორის საკოორდინაციო საბჭოს წევრები მის 6 თვემდე შემცირებას და კოვიდპასპორტის არეალის გაფართოებას ითხოვენ, მათ შორის, სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში აღნიშნავენ, რომ კონტროლი რთული იქნება.

 


რეგულაციების მოხსნის შედეგად, შარშანდელი რეცესიის ფონზე, წელს იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა, მაგრამ ასევე წელს 28 დეკემბრის მდგომარეობით კოვიდს 11 141 ადამიანი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი 13 646. არასწორი იქნება, თუ ყველაფერს კომენდანტის საათის მოხსნას დავაბრალებთ. შვედეთში, რომელსაც ლოქდაუნისთვის არ მიუმართავს, სიკვდილიანობის ინდექსი 1 მლნ-დან 1494-ა და 57-ე ადგილზე იმყოფება, საქართველო კი 1 მლნ-დან 3431 გარდაცვლილით მე-7 ადგილს იკავებს. სამაგიეროდ, თუ საქართველოში 2 დოზით მოსახლეობის 31%-ა აცრილი, შვედეთში ის 72%-ს აჭარბებს. ამ ყველაფერს გაუმართავი ჰოსპიტალური სექტორიც ემატება. თუ პრობლემაზე ადრე რიგითი ექიმები და პოლიტიკოსები საუბრობდნენ, დეკემბერში ეს უკვე ჯანდაცვის გადამდგარმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, ზოგ კლინიკაში ლეტალობა 2-3 პროცენტის ფარგლებშია და ზოგ კლინიკაში 15%, რისი მიზეზიც ჰოსპიტალური ინფექციაა.

 


საქართველო იმ გამონაკლისი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება, სადაც სიკვდილიანობის კოეფიციენტი გაიზარდა, 2020 წელს ის 1.1%-ს შეადგენდა, 2021 წელს კი 1.6%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა მსოფლიოში 2.3%-დან 1.8%-მდე შემცირდა. თუ მხოლოდ სექტემბრის შემდგომ პერიოდს განვიხილავთ, სხვაობა კიდევ უფრო თვალში საცემი გახდება, მსოფლიოში 1-ლი სექტემბრიდან დღემდე 63 მლნ ადამიანი ინფიცირდა და 874 ათასი გარდაიცვალა, სიკვდილიანობამ 1.4% შეადგინა, საქართველოში კი 378 ათასი ინფიცირებულიდან 6238 დაიღუპა და ლეტალობამ 1.65% შეადგინა.

 


სიკდილიანობის გაზრდაში დაბალი მოქალაქეობრივი შეგნება და რეგულაციების დაუცველობა არაფერ შუაშია. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, თუ შარშან ყოველი 1000 ინფიცირებულიდან 11 იღუპებოდა, წელს მსხვერპლი 16-მდეა გაზრდილი და ბოლო თვეებში აჭარბებს კიდეც მას.

 


კიდევ უფრო დიდი უაზრობა იქნება გაზრდილი სიკვდილიანობის ვაქცინასთან რაიმე ფორმით დაკავშირება, ჯერ ერთი გარდაცვლილთა 99% აუცრელი იყო, მეორეც თუ საქართველოში მოსახლეობის 31%-ა აცრილი, მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 48%-ს აღწევს, მაგრამ თითქმის ყველგან სიკვდილიანობა მკვეთრადაა შემცირებული.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up