„მოსახლეობის მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში, განხორციელდა ფულადი გასაცემლების გაცემა დასაქმებული და თვითდასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო დროებით შეწყვიტეს საქმიანობა",-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უწყების ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, გაიზარდა პროგრამის მოცვა - ბავშვის დახმარებას 100 ათასი ქულის ნაცვლად 120 ათასი ქულის მქონე ოჯახები იღებენ.
2019 წლის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების მაქსიმალური რაოდენობა - 135,700 ოჯახი; 467,284 პირი
2021 წლის მდგომარეობით ნოემბრის თვის ჩათვლით საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების მაქსიმალური რაოდენობა - 172,886 ოჯახი; 637,747 პირი