გასულ წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ ₾97.8 მილიონს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტორის აქტივებმა ₾1,634 მილიარდი, ხოლო მთლიანმა კაპიტალმა ₾570.9 მილიონი შეადგინა.
გასულ წელს მისო-ების საპროცენტო შემოსავალმა ₾324,4 მილიონს გადააჭარბა. აქედან ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა ₾290,8 მილიონის შემოსავალი მიიღო, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების საპროცენტო შემოსავალმა ₾8.4 მილიონს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავალი ₾21.3 მილიონს შეადგენს.
იმავე პერიოდში მისო-ების არასაპროცენტო შემოსავლებმა ₾48,9 მილიონს გადააჭარბა. დღეის მდგომარეობით, ბაზარზე 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს, მაშინ როცა 2020 წელს სექტორი 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაციით იყო წარმოდგენილი. მისო-ების რაოდენობის შემცირების მიზეზად სექტორისთვის დაწესებული კაპიტალის დამატებითი მოთხოვნები და სხვა რეგულაციები სახელდება.
businessformula.ge