2021 წელს ,,არსის“ გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუტოლდა

2021 წელს ,,არსის“ გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუტოლდა

access_time2022-01-18 15:00:39

უძრავი ქონების ბაზარი „კოვიდ-19“-მა ვერ შეაფერხა. სამშენებლო კომპანია ,,არსის“ აღმასრულებელი დირექტორის ბესო ორთოიძის ინფორმაციით,  2021 წლის გეგმა 10%-იანი გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო ბინების რეალიზაცია პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელს გაუთანაბრდა. მისივე შეფასებით, სტაბილურობაა თითქმის ყველა კომპანიაში, რაც მოწმობს, რომ უძრავი ქონების ბაზარმა ერთ-ერთმა პირველმა შეძლო კრიზისის დაძლევა და განვითარებას აგრძელებს.



,,2020 წელს სექტორმა დიდი ვარდნა განიცადა. ვფიქრობდით, რომ პანდემია მკვეთრ ნეგატიურ გავლენას მოახდენდა უძრავი ქონების ბაზარზე და ჩვენს კომპანიაზეც, მაგრამ ტენდენცია სასიკეთოდ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ შარშან მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა ვერ გააგრძელა, ამას სექტორში პრობლემა არ გამოუწვევია და მოთხოვნა სტაბილური გახდა. თვითონ ბაზარიც სტაბილური და მზარდი იყო 2021 წლის მეორე ნახევარში, ხოლო უკვე მესამე კვარტლისთვის  გაუტოლდა 2019 წლის მონაცემებს და ასე დაიხურა წელიც. ერთ-ერთი პირველი სექტორი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში აღდგა, უძრავი ქონების ბაზარი აღმოჩნდა. დასახული გეგმა 10%-იანი გადაჭარბებით შესრულდა, რასაც არავინ ველოდით. გამოწვევას არ შევუშინდით და პანდემიის პერიოდში, 2020 წელს დავიწყეთ ახალი პროექტი ,,შენი სახლი სამგორში“, რომელიც გრძელდება. 2021 წელს  3 სახლის მშენებლობა დავასრულეთ. ასევე დავიწყეთ ახალი პროექტი ,,შენი სახლი ლისზე“, რომლის ფარგლებშიც იანვრიდან უკვე აქტიური სამუშაოები დაიწყება“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ბესო ორთოიძე.



ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ გაწეული ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩა მომხმარებელს, რომელმაც უფრო თამამად მიიღო გადაწყვეტილება და ნდობით განეწყო, რასაც გაყიდვების ზრდა ადასტურებს.




,,სამშენებლო კომპანიებმა, მათ შორის ,,არსმა“, იგრძნეს სტაბილურობა და არ გაჩერდნენ პანდემიის მიუხედავად, რაც დიდწილად მოხერხდა. ამას ხედავს მომხმარებელიც. კომპანია, რომელიც გამოწვევებს არ უშინდება და აგრძელებს პროექტებს, მეტ ნდობას იწვევს მოსახლეობაშიც და გადაწყვეტილებებს უფრო თამამად იღებენ. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ინვესტიციების თვალსაზრისით, უძრავი ქონების ბაზარი გახდა ყველაზე საიმედო დარგი. ფულის დაბანდების სხვა საშუალებები შექმნილ ვითარებაში მეტნაკლებად სარისკოა. ფასიან ქაღალდებსა და კრიპტოვალუტაში ინვესტირებას გარკვეული საფრთხე ახლავს, რადგან ასეთ ბაზრებს კრიზისისას მკვეთრი ვარდნა ახასიათებს.  რისკი გავწიეთ და  შედეგიც სახეზეა, დღესდღეობით უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მყარი სეგმენტია საქართველოს ეკონომიკაში. იშვიათად არის შემთხვევა, რომ უშუალოდ „კოვიდ19“-ის გამო რომელიმე კომპანია გაჩერებულიყო“, - დასძენს ბესო ორთოიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.



რაც შეეხება ფასებს, მისივე თქმით, 2021 წელს ბინების ღირებულება 10%-ით გაიზარდა, ხოლო თვითღირებულება 30-35%-იანი ზრდა განიცადა, რაც, სავარაუდოდ, ფასებძე მომავალშიც მოახდენს გავლენას. ორთოიძის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ უძრავი ქონების ღირებულება ეტაპობრივად გაძვირდეს.



ცნობისთვის, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 1.8 პროცენტით გაიზარდა.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 2.7 პროცენტიანი მატებით, რამაც 1.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.



წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 14.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 19.6 პროცენტიანი ზრდით, რაც 11.07 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.



მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up