2021 წელს ავტომობილები 20%-ით გაძვირდა

2021 წელს ავტომობილები 20%-ით გაძვირდა

access_time2021-12-27 11:00:45

საავტომობილო ბიზნესისთვის 2021 წელი მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ მანქანები გაძვირდა, წამყვანი ქართული ავტო კომპანიების გაყიდვები გააქტიურდა და გლობალურ ბაზრებზეც პოზიციები გაიუმჯობესეს. ,,კავკასიის ავტოიმპორტი“,  საქართველოში ავტომობილების ლიდერი კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელმა და თანამშრომელთა რაოდენობამ წელს საგრძნობლად მოიმატა. კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი სურგულაძის ინფორმაციით, 2022 წლის დასაწყისში დედაქალაქში მსხვილი ფილიალის გახსნას და დამატებით რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე შესვლას გეგმავს.



,,პანდემიის მიუხედავად, საავტომობილო ბიზნესი საგრძნობლად გაფართოვდა. გაზრდილია ყველა მიმართულება, რეექსპორტი 60%-ზეა მთლიან მოცულობაში. ჩვენი კომპანიის მაგალითი ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა. ავითვისეთ ახალი ბაზრები, როგორიცაა ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და სხვა. პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გადის მანქანები, სომხეთიც გამოცოცხლდა. გამოძებნეს შესაძლებლობა, რომ საბაჟო კავშირის ქვეყნებში შეიტანონ მანქანები სომხეთიდან და ამან დიდი აქტიურობა გამოიწვია. თვითონ ქვეყნებმაც შეცვალეს წესები. მაგალითად, როცა იურიუდიულ პირზე შედის ავტომობილი, განბაჟება ხდება იაფად, ხოლო 1 წლის შემდეგ მას შეუძლია კერძო პირზე გაყიდვა. ამან ავტო ბიზნესი წაახალისა“, - ამბობს სურგულაძე ,,კომერსანტთან“.



რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მისი ინფორმაციით, დეფიციტი შეიმჩნევა, ვინაიდან მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება.




სულ რამდენიმე თვის წინ ,,კავკასიის ავტოიმპორტმა“ ფილიალი გახსნა აფრიკაში, უახლოეს პერიოდში კი 2 ახალ ბაზარზე აპირებს შესვლას, თუმცა ქვეყნებს გიორგი სურგულაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.



,,გლობალურ ბაზრებსა და საქართველოშიც მანქანებზე დიდი მოთხოვნაა. თუმცა სიძნელეებია ტრანსპორტირების პროცესში, ამერიკულ პორტებთან დაკავშირებითაც ვერ დაწყნარდა სიტუაცია, რაც საბოლოო ჯამში მანქანებს აძვირებს, დაახლოებით 20%-ით არის ფასები გაზრდილი, ანალოგიურად საქართველოშიც. შედეგს ვაჯამებთ, ზუსტი მონაცემები წლის ბოლოს გვექნება მზად, როცა უკვე ოფიციალური მონაცემებიც გამოქვეყნდება. წინ ბევრი სიახლე გველის, ვგეგმავთ განვითარებას, 2 ახალ ბაზარზე შევალთ 2022 წელს, ხოლო თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დიდ ოფისს ვხსნით, სადაც 50-მდე ადამიანი დასაქმდება“, - აცხადებს სურგულაძე ,,კომერსანტთან“.



ამ დროისთვის ,,კავკასიის ავტოიმპორტში“ 280 ადამიანია დასაქმებული. მათ შორის 70 უკრაინაში, 12 - აფრიკაში. როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ეს არიან მაღალანაზღაურებადი კადრები, რომელთა შრომის ანაზღაურება გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალური საშუალო ხელფასია საქართველოში.



ცნობისთვის, ,,კავკასიის ავტოიმპორტი“ ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია და უპირობო ლიდერია კავკასიის რეგიონში. 17–წლიანი წარმატებული ისტორიის განმავლობაში კომპანიამ მოახდინა 200 000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი და რეალიზაცია, ჩამოაყალიბა ფილიალების ფართო ქსელი (43 ფილიალი) საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.



მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up