ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის მონაცემებით, ერთი ჰექტარი სახნავი მიწის ფასი 2021 წელს საშუალოდ 3 661 ევროდან (ხორვატიაში) 47 290 ევრომდე (ლუქსემბურგი) მერყეობდა.
ევროსტატის მონაცემებით, სახნავ-სათესი მიწებზე ყველაზე მაღალი ფასი კანარის კუნძულებზე დაფიქსირდა 120 477 ევრო ჰექტარზე, ყველაზე დაბალი - შვედეთში, ოვრე ნორლანდიში - 1 882 ევრო ჰექტარზე.