2021 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური საქმიანობით წარმოქმნილი სათბურის გაზების (GHG) ემისიები 3,6 მლრდ ტონა CO2-ის ეკვივალენტს შეადგენდა. ევროსტატის მონაცემებით, ეს იმას ნიშნავს, რომ 2008 წელთან შედარებით სათბურის გაზების ემისიების 22%-იანი კლება შეინიშნება.
2021 წელს სათბურის გაზების ყველაზე მაღალი ემისიები იყო:
საწარმოო მრეწველობაში, რაც მთლიანი სათბურის გაზების 22%-ს (800 მლნ ტონა CO2-ეკვ) შეადგენდა;
შინამეურნეობებში, რაც მთლიანი სათბურის გაზების 21%-ს (740 მლნ ტონა CO2-ეკვ) შეადგენდა;
ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლისა და კონდიცირების მიწოდებაში, რაც მთლიანი სათბურის გაზების 20%-ს (720 მილიონი ტონა CO2-ეკვ) შეადგენდა.