2021 წელს კომერციული ფართების ძირითად დამქირავებლებს ქსელური მარკეტები წარმოადგენდნენ

2021 წელს კომერციული ფართების ძირითად დამქირავებლებს ქსელური მარკეტები წარმოადგენდნენ

access_time2022-01-03 14:00:37

კომერციულ ფართებზე 2021 წელს მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მიწოდების მხრივ დიდი პრობლემაა. როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ  კომერციული ფართების გაქირავების სერვისი სერიოზულ პრობლემას განიცდის.   მიუხედავად იმისა, რომ მაღალი მოთხოვნაა,  ფართების სიმცირე აშკარად შეიმჩნევა. ამის მიზეზად უძრავი ქონების სააგენტოებში მშენებლობის დაბალ ტემპს მიიჩნევენ.  როგორც კომპანია ,,კიბეს“ დამფუძნებელი ნელი გოგუაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, კომერციული ფართების ძირითად დამქირავებლები ბაზარზე ქსელური სუპერმარკეტები არიან, რომელთა მხრიდან განსაკუთრებით დედაქალაქის ცენტრალურ უბნებზე არის მოთხოვნა გაზრდილი.

,,კომერციულ ფართებზე ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2021 წელს დიდი მოთხოვნა გაჩნდა. ძირითადად აქტიურობენ ქსელური მარკეტები, რომლებსაც სურთ ფართების დაქირავება, მაგრამ ასეთი ობიექტები უკვე ნაკლებადაა, ეს ნიშნავს, რომ მიწოდების მხრივ დიდი პრობლემაა. ანალოგიური ვითარებაა  საოფისე ფართებზეც. როგორც წესი, სუპერმარკეტები ძირითადად 10-15 წლიან კონტრაქტებს აფორმებენ, მაგრამ ბოლო დროს ხელშეკრულებები ნაკლებად იდება, რადგან  ფართების სიმცირეა. ახალი სამშენებლო პროექტები თუ არ განხორციელდება, კარგი კომერციული ფართები უკვე ნაკლებადაა და მალე შეიძლება დეფიციტიც შეიქმნას. პრობლემა ძირითადად ცენტრალურ უბნებშია, ამიტომ როგორც კი ახალი კორპუსი შენდება, პირველი სართულები დიდხანს არ რჩება გასაქირავებელი“, - ამბობს ნელი გოგუაძე ,,კომერსანტთან“.

მისი თქმით, გაურკვეველი ეპიდემიოლოგიური მომავალი გაქირავების ბაზარზეც ახდენს უარყოფით გავლენას. 

,,კომერციული ფართების ბაზარზე ძირითადი მოთამაშეები არიან სუპერმარკეტები, მეორე ადგილს აფთიაქები იკავებენ, რომლებიც ქირაობენ ფართებს და მათ კოვიდრეგულაციები ნაკლებად ეხებათ. კვების ობიექტები კი ამ მხრივ მეტად რთულ ვითარებაში არიან. ისინი ხშირად ექცევიან სხვადასხვაგვარი კოვიდრეგულაციების ქვეშ. შესაბამისად, კომერციულ ფართებზე მოთხოვნა მათი მხრიდან შემცირდა, თუმცა არა მასობრივად, რადგან ვითარება ასე თუ ისე დასტაბილურდა”, - ამბობს ნელი გოგუაძე.

ცნობისთვის, ,,თიბისი კაპიტალის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  ქირისა და გასაყიდი ფასის ფარდობა 2020 წლის მარტიდან კლდებითი ტენდენციით ხასიათდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში შედარებით სტაბილურია და 2021 წლის ოქტომბერში 7%-ს უტოლდება. ეს მაჩვენებელი გრძელვადიან საშუალოზე 1.3%-ით ნაკლებია.


დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმზე პანდემიამ უფრო მეტად იმოქმედა, მაგრამ 2022 წლიდან, ტრანზაქციების რაოდენობა და ფასი, ბათუმში უფრო სწრაფად აღდგება თბილისთან შედარებით.

ამასთან, 2021 წლის მესამე კვარტალში საშუალო შეწონილი იჯარა 13%-ით ჩამოუვარდებოდა 2019 წლის იმავე მაჩვენებელს სტრიტ რითეილში, ხოლო სავაჭრო ცენტრებში 19%-ით.

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up