2021 წელს პრივატიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 297 მლნ ლარს გადააჭარბა

2021 წელს პრივატიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 297 მლნ ლარს გადააჭარბა

access_time2021-12-20 13:00:35

2021 წელს მთავრობამ აუქციონი 7 ეტაპად ჩაატარა. გაყიდული 269 ლოტის საწყისი ფასი 147 მლნ ლარი იყო, მიღებულმა შემოსავალმა კი 297 მლნ-ს გადააჭარბა. წინა პერიოდების მსგავსად, განსაკუთრებულად მსხვილი გარიგება არც  წელს დაფიქსირებულა.

 


პირველი ეტაპის აუქციონზე ყველაზე ძვირად - 5.251 მლნ ლარად მცხეთაში მუხათწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 63 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გაიყიდა. საწყისი ფასი 3.166 მლნ-ს შეადგენდა, ბიჯი 417 ლარს. გამარჯვებული შპს ლიდერმშენი 2020 გახდა.

 


მეორე ეტაპზე ბათუმში ფიროსმანის ქუჩა N12ა-ში არსებული 7023 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 30 მლნ ლარად გაიყიდა, საწყისი ფასი 11.4 მლნ იყო, ბიჯი 3723 ლარს შეადგენდა. აუქციონში გამარჯვებული სს დე ჯგუფი გახდა. ასევე მეორე ეტაპზე 11-11 მლნ ლარად გაიყიდა მცხეთაში მდებარე 2 მიწის ნაკვეთიც. სულ კი ჯამში მეორე ეტაპზე აუქციონებიდან სახელმწიფომ 73 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

 



მესამე ეტაპზე მცხეთაში, სოფელ მუხრანში მდებარე მიწის ნაკვეთი შპს ქანდა აგრიქალჩერმა 11 მლნ ლარად შეიძინა, მეოთხე ეტაპზე ყველაზე ძვირად - 3.4 მლნ ლარად რუსთავში მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყიდა, ახალი მფლობელი შპს მორენ თაუნის გახდა.

 


მეხუთე ეტაპზე ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩის ბოლოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიმდებარედ არსებული 2298 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 3.6 მლნ-დ შეფასდა და 19 მლნ-დ გაიყიდა. მფლობელი შპს რეალ პალასი გახდა.

 


მეექვსე ეტაპზე ყველაზე ძვირად - 3.2 მლნ-დ თბილისში კახეთის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყიდა, ხოლო მეშვიდეზე ასევე თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის ფასიც ვაჭრობის შედეგად მხოლოდ 10 ათასი ლარი გაიზარდა და საბოლოოდ შპს ტიბინი დეველოპმენდს 4.719 მლნ-ის გადახდა მოუწია.

 


საქართველოს რკინიგზა, თბილისის მეტრო, რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი, ავტობანი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თითქმის ნახევარი, ტყეების 100%, წიაღისეული, ავტობანი დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. პრივატიზაციაზე უარის თქმის მიზეზად ძირითადად „სტრატეგიული დანიშნულება“ სახელდება, რასაც სოციალური ფონიც ემატება. მეტრო 1 ლარადაც რომ გაყიდონ ახალ მფლობელს მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოუწევს, რამდენია მგზავრობის თვითღირებულება ამაზე პასუხი თავად სატრანსპორტო კომპანიაშიც არ გააჩნიათ. 2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა აეკრძალა, რამაც პრივატიზაციის პროცესი კიდევ უფრო შეანელა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up