2021 წელს ქართული კომპანია ველური სატაცურის კრეფას განაახლებს

2021 წელს ქართული კომპანია ველური სატაცურის კრეფას განაახლებს

access_time2020-12-23 19:00:59

2021 წელს შპს „თოკას ბიოლოგიური მეურნეობა“ ველური სატაცურის გაყიდვების განახლებას და ასევე სატაცურის სხვადასხვა სახეობების მოყვანის  დაწყებას გეგმავს.


კომპანიის ფერმა, რომელიც პროდუქციას ბრენდ „მწვანე რესპუბლიკას“ ქვეშ აწარმოებს, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სადღეისოდ კომპანია 20 ჰექტარ მიწას ფლობს, რომელზეც დარგულია სხვადასხვა კენკროვანები, ხილი და ბოსტნეული.


„თოკას ბიოლოგიური მეურნეობის“ დირექტორის და დამფუძნებლის თორნიკე მჟავანაძის თქმით, ველური სატაცური „მწვანე რესპუბლიკა“ საქართველოს სავაჭრო ქსელში 2019 წელსგამოჩნდა. მისი თქმით, ესაა ენდემური ქართული ჯიში, რომელიც მაღალმთიან, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში მოდის.


„ილიაუნთან ერთად, ჩვენ სამცხე-ჯავახეთში სატაცურის ენდემურ ჯიშებთან დაკავშირებით სერიოზული კვლევა ჩავატარეთ და ველური მცენარის კრეფა მაღალმთიან რეგიონში გადავწყვიტეთ. გარეგნულად ის ჩვეულებრივი სატაცურისგან არაფრით განსხვავდება, მაგრამ ბევრად უფრო გემრიელი და არომატულია. თანაც, ორგანული პროდუქტი უფრო ძვირია. 2019 წელს ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო ბიო სერტიფიკატი DakkS, რის შემდეგაც პროდუქტის გაყიდვა ადგილობრივ ბაზარზე დავიწყეთ“, - განაცხადა მჟავანაძემ.



მისი თქმით, 2020 წლის მარტში პანდემიის პირობებში, კომპანიამ წარმოება შეაჩერა, ხოლო 2021-ში განახლებას გეგმავს. პირველ ეტაპზე გაყიდვები მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იგეგმება, ექსპორტზე ფიქრი კომპანიის ხელმძღვანელობას ნაადრევად მიაჩნია.


„2019 წელს ჩვენ საცდელი პარტია ევროკავშირში გავაგზავნეთ, და ძალიან კარგი შეფასებები მივიღეთ. მაგრამ მუდმივ და სტაბილურ ექსპორტზე გასვლას ვერ ვახერხებთ, რადგანაც ველური სატაცურის მოსავალი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ უწყვეტი ექსპორტის უზრუნველყოფა არ შეგვიძლია. ამიტომაც საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენ მხოლოდ საკუთარი წარმოების აწყობის შემდეგ გავალთ“ - ამბობს თორნიკე მჟავანაძე.


„2021 წელს ველური სატაცურის კრეფასთან ერთად, ჩვენ რამდენიმე სახეობის კულტივირებას ჩვენსავე ფერმაში ვაპირებთ. ეს იქნება როგორც კარგად ცნობილი და ევროპაში პოპულარული, ასევე ენდემური, ველური ჯიშები. გვინდა ვნახოთ, რომელი იქნება უფრო მოსავლიანი კონკრეტული ნიადაგის და კლიმატის პირობებში. ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იქნება და ჩვენ ამისთვის ინტენსიურად ვემზადებით“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.


მისი თქმით, სატაცურს სტაბილური წარმოება „მწვანე რესპუბლიკას“ ექსპორტზე გასვლის და სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფის შესაძლებლობას მისცემს.


„თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, სავარაუდოდ 2024 წლიდან ექსპორტსაც დავიწყებთ. უფრო ადრე არ გამოვა, რადგანაც სატაცური მოსავალს მხოლოდ მესამე წელს იძლევა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე პერსპექტიული ბაზარი ევროკავშირია, სადაც სატაცურზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, თანაც ჩვენ ამ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება უკვე გვაქვს“ - ამბობს თორნიკე მჟავანაძე.


east-fruit.com

თენგიზ აბლოთია



თეგები:
სატაცური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up