2021 წელს სადაზღვევო სექტორში მოზიდული პრემია 16% -ით გაიზარდა და 772 მლნ ლარი შეადგინა 

2021 წელს სადაზღვევო სექტორში მოზიდული პრემია 16% -ით გაიზარდა და 772 მლნ ლარი შეადგინა 

access_time2022-04-13 15:00:13

„2020 -2021 პანდემიური წლები იყო და ცხადია, ამან თავისი გავლენა ეკონომიკის ყველა სფეროზე და მათ შორის დაზღვევაზეც მოახდინა“, -  ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „დაზღვევის დრო გიორგი ჩაჩუასთან ერთად“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, 2021 წელს სადაზღვევო სექტორში მოზიდული პრემია 2020 წელთან შედარებით 105 მლნ ლარით, ანუ 16%-ით გაიზარდა და 772 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა მოგება პრაქტიკულად იგივე დარჩა.


„მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს მოზიდული პრემია გაიზარდა, მოგება არ გაზრდილა, რადგან სადაზღვევო სექტორს ხარჯიც გაზრდილი ჰქონდა. პანდემიის საწყის პერიოდში ადამიანები ექიმებთან მისვლისგან თავს იკავებდნენ, მაგრამ 2020 წელს ვირუსის მეორე ტალღიდან და 2021 წელს მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა, შესაბამისად სადაზღვევო კომპანიებს ხარჯიც მაღალი ჰქონდათ.


რაც შეეხება წმინდა მოგებას, ის შემცირებულია - 2020 წელს წმინდა მოგებამ 47 მლნ ლარი შეადგინა და 2021 წელს ეს მაჩვენებელი 40 მილიონ ლარამდე შემცირდა. როგორც წინა წლის ზრდა, ისე ეს შემცირებაც გაცვლითი კურსის შედეგია. სადაზღვევო კომპანიებს კაპიტალი განთავსებული აქვთ ვალუტაში. წმინდა მოგება შემცირებულია, რადგან წლის ბოლოს კურსი უფრო გამყარებული იყო. ასევე მეორე ფაქტორია 2021 წელს ზარალიანობის გაზრდა. მთლიანობაში სადაზღვევო ბაზარი სტაბილურია. ასევე კარგია, რომ სექტორმა კადრების შენარჩუნება მოახერხა“, -  აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.



რაც შეეხება კაპიტალს, დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ სადაზღვევო სექტორის კაპიტალი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი – 2020 წელს ის იყო 279 მილიონი და გახდა 342 მილიონი ლარი. მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანიებს განესაზღვრათ რომ კომპანიის კაპიტალი 4,2 მილიონიდან 7,2 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წელი პანდემიისგან გამომდინარე პრობლემური იყო, ეს ვალდებულება გადავადდა და კაპიტალის გაზრდის შესახებ ვალდებულება 2021 წლის ბოლოს განხორციელდა. 


ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში სადაზღვევო სექტორში დაზღვევის წამყვანი მიმართულება არის ჯანმრთელობის დაზღვევა და მთლიანი მოზიდული პრემიიდან თითქმის ნახევარი, 305 მილიონი ლარი, ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.  შემდეგი მოდის სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა (გარდა  რკინიგზისა) დაზღვევა,სადაც მოზიდულმა პრემიამ 143 მილიონი შეადგინა. მესამე პოზიციაზეა ქონების დაზღვევა 118.5 მლნ. ლარით.


„დღეს საქართველოში არსებობს საყოველთაო ჯანდაცვის მოდელი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო   კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები მოსახლოების 17% გააჩნია. მაგრამ  იმ  შემთხვევაში, თუ შენ იყიდი კერძო დაზღვევას, საყოველთაო დაზღვევიდან ამოვარდები. სასურველია შეიქმნას უნივერსალური ჯანდაცვის მოდელი, კერძო დაზღვევის ინტეგრირებით ჯანდაცვის დაფინანსების სისტემაში. მიმაჩნია. რომ მოსახლეობის გარკვეული  ჯგუფები შესაძლებელია, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებზე იყოს  მიბმული, ეს გარკვეულწილად საბიუჯეტო თანხებს დაზოგავს და ხარჯებს უფრო ეფექტიანად განკარგავს.  


რაც შეეხება ავტომობილების დაზღვევას, ყველა ქვეყანაში სავალდებულოა ავტოსატრანსპორტო საშუალების მესამე პირის მიმართ დაზღვევა. ეს კანონპროექტი  პარლამენტშია და განხილვებიც უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ნიშნავს თქვენი ავტომობილის ისეთ მინიმალურ დაზღვევას, როცა თქვენ თუ  მოგივიდათ  შემთხვევა და დააზიანეთ უდანაშაულო ადამიანის ჯანმრთელობა ან მანქანა, ამას  სადაზღვევო კომპანია დაფარავს ან პირიქით სხვა დააზიანებს თქვენს მანქანას, მისი შეკეთდება ანაზღაურდება და ფინანსური ვალდებულებები თქვენი არ იქნება“, -  აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა. 


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს და გადახდისუნარიოანობა 2 (Solvency 2) სტანდარტზე გადასვლაზე, ონოფრიშვილი ამბობს, რომ ეს  ევროკავშირის თანამედროვე მოდელია, რისთვისაც ახალი პრინციპები უნდა დაფუძნდეს, სადაც  მთავარი პრინციპი აქ რისკზე  დაფუძნებული ზედამხედველობაა. 




“ჩვენ უნდა ზედამხედველობა გაუწიოთ რისკებს, რომელიც ცვალებადია. ზედამხედველობის არსებული მოდელი  სტატიკური პროცესია, რომელიც არ ითვალისწინებს რისკის პროფილურ ცვალებადობას. ახალ მოდელზე გადასვლა ძალიან რთული საქმეა, ამისთვის  ევროკავშირმა  გამოყო თანხა,  რის  შედეგადაც  ჩვენ  სამსახურთან  მიმდინარეობს „თვინინგის“  ანუ  დაძმობილების პროექტი. ამისთვის შერჩეული იქნა ჩვენი კოლეგა ინსტიტიუცია ესპანეთის სამეფოს საზედამხედველო სამსახური და  ფაქტობრივად ორ  წელზე  მეტია ისინი  ინტენსიურად ჩართულები არიან პროექტში,  სადაც ჩვენი  თანამშრომლების 30%  ჩართულია ამ  საქმეში. არის ყოველკვირეული თრეინინგები, მოსმენა,  სწავლება. ეს ეხება სადაზღვევო კომპანიებსაც.  შედეგად წლის ბოლოს ჩვენ  გვექნება ახალი კანონპროექტი, რომელიც  სავარაუდოდ მომავალ წელს იქნება განხილული.


მნიშვნელოვანია,  მუშაობა მიმდინარეობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერების კუთხით.  მომხმარებელი  ყიდულობს სადაზღვევო პოლისს  და შესაბამისად  უნდა  მიიღოს  შესაბამისი მომსახურება  გაწერილი  კონტრაქტის (პოლისის)  მიხედვით.  როგორც ყველა საკონტრაქტო  ურთიერთობებში რიგ შემთხვევებში წარმოიქმნება ხოლმე გაუგებრობები, სხვადასხვა პრეტენზიები კომპანიების მიმართ. შესაბამისად, ჩვენი სამსახური გვაქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების სამმართველო, სადაც ამდაგვარი პრეტენზიების განხილვა ხდება.


ჩვენ  სასამართლოს  ფუნქციას   ჩვენ  თავზე  ვერ  ვიღებთ, მაგრამ  მაქსიმალურად  ვცდილობთ  რომ  მომხმარებელსა  და  სადაზღვევო კომპანიას  შორის კონფლიქტური  სიტუაცია  ურთიერთშეთანხმებით გადაიჭრას“, -  აღნიშნა დავით  ონოფრიშვილმა.   


ონოფრიშვილმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო  რუსეთისთვის  დაწესებულ  ეკონომიკურ სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა  შეარყია ზოგადად მათი ფინანსური ბაზარი და მათ შორის სადაზღვევო  ბაზარიც. 


მისივე  თქმით, სადაზღვევო სექტორთან დაკავშირებით  ის პრობლემაა, რომ ზოგიერთ სადაზღვევო კომპანიას რისკები რუსეთშიც აქვთ გადაზღვეული. 


“ჩვენ 2019 წელს მივიღეთ  რეგულაცია, რომელის მიხედვით განისაზღვრა გადამზღვეველი კომპანიების მინიმალური საკრედიტო რეიტინგების მოთხოვნები, სადაც სადაც კომპანიებს შეუძლიათ გადაზღვევა განახორციელონ. 



მარტის თვეში რუსეთის  გადამზღვეველი კომპანიების  რეიტინგებმა  დაიწყეს დაწევა,  ჩამოშლა, რაც  იმას  ნიშნავს, რომ  მათთან თანამშრომლობა სარისკოა. მათი რეიტინგები  წინააღმდეგობაში მოვიდა   ჩვენ  ბრძანებულებასთან, შესაბამისად  ჩვენ  შევახსენეთ,  სადაზღვევო კომპანიებს, რომ მათ არ უნდა  დადონ  არანაირი  ახალი  ხელშეკრულება რეიტინგდაკარგულ გადამზღვევლთან, ხოლო ვისაც მიმდინარე ხელშეკრულება ჰქონდა,  მოეთხოვებათ მოეძებნონ ახალი  გადამზღვეველები. აღსანიშნავია, რომ დანარჩენი გადამზღვევლი კომპანიების ევროპულია და მაღალ საკრედიტო რეიტინგების მქონეა“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up