„სანტეს“ მოგება შემცირდა

„სანტეს“ მოგება შემცირდა

access_time2022-10-20 14:00:44

საქართველოში რძის პროდუქტების მსხვილმა მწარმოებელმა კომპანიამ „სანტემ” 2021 წელი 4.1 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, რაც 2020 წლის მონაცემებს თითქმის 1 მლნ ლარით ჩამორჩება, ორი წლის წინ მისი მოგება 5.5 მლნ ლარი იყო. 


თუმცა შპს სანტე ჯი ემ თი პროდუქტები სრული შემოსავლები გასულ წელს 3.6 მილიონი ლარი იყო.


ქართული კომპანია Sante GMT ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და დღეისათვის 125-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. 2016 წელს ფრანგული კომპანია „ლაქტალისი“ კომპანია „სანტეს“ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. კომპანიას ეკუთვნის ოთხი ბრენდი, მათ შორის Santisimo.


2020 წელს ბიუჯეტში „ლაქტალიტ ჯორჯიას“ გადახდილი თანხა შეადგენს - 6 103 506 ლარს და 2021 წელს 8 441 553 ლარს. გლობალური ბრენდი „ლაქტალისის” საბოლოო ბენეფიციარები ბენსიერების ოჯახია, რომელთა აქტივებიც 25 მილიარდ დოლარს აჭარბებს.



„კომპანიაზე ნეგატიური ეფექტი იქონია ჰორეკას მიმართულებით გაყიდვების ვარდნამ, ვინაიდან ჰორეკა შეადგენს გაყიდვების 25-30%, 2020 წლის მარტი-ივლისის პერიოდში შეიმჩნევა გაყიდვების 70% -ით ვარდნა, 2021 წლიდან მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. COVID19-მა ასევე უარყოფითი ეფექტი იქონია 2020 წლის ტურისტულ სეზონზე, თუმცა 2021 წელს მიუახლოვდა პანდემიამდელ პერიოდს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რის წინაშეც დგას კომპანია არის დებიტორული დავალიანებების ზრდა, რაც დაკავშირებულია ჰორეკას ქსელთან, როდესაც სასტუმროებს და სხვადასხვა კვების ობიექტებს შეუჩერდათ მუშაობა და შეექმნათ ფინანსური პრობლემები, შედეგად გაუარესდა მათი გადამხდელუნარიანობა.


მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა 2021 წლის მეორე ნახევარში, თუმცა ჯერ სრულად ვერ მიუახლოვდა 2019 წლის მაჩვენებელს. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ არსებითი ზიანი მიაყენა კომპანიას, პროდუქციის უდიდესი ნაწილი არის იმპორტირებული შესაბამისად ანგარიშწორება ხდება უცხოურ ვალუტაში.


კომპანიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უახლოეს მომავალში არის განავითაროს ყველის ბაზარი საქართველოში და ამას გარდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანოს ქართული სახელი და ტრადიციები ისეთი პროდუქტების სახით მაგალითად როგორიცაა - ქართული ყველი ან თუნდაც ენდემური მაწონი,”- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.


ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის აქტივები 118 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის ვალდებულებები 23.9 მილიონი ლარია. კომპანიისთვის მთავარი ხარჯი რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაა, რამაც გასულ წელს 69 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, საქონლის მიწოდების ხარჯები რაც ხელფასებს, მარკეტინგს და სხვა ხარჯებს მოიცავს 30 მილიონ ლარს შეადგენდა.



თეგები:
სანტე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up