2021 წელს საპროცენტო განაკვეთმა 8%-9.6%, ხოლო საპროცენტო სარგებლის ოდენობამ 18,2 მლნ ლარი შეადგინა - გიორგი დანელია

2021 წელს საპროცენტო განაკვეთმა 8%-9.6%, ხოლო საპროცენტო სარგებლის ოდენობამ 18,2 მლნ ლარი შეადგინა - გიორგი დანელია

access_time2022-10-13 19:00:30

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სსიპ საპენსიო სააგენტოს 2021 წლის ანგარიში განიხილეს.


საპენსიო სააგენტოს დირექტორის, გიორგი დანელიას ინფორმაციით, ანგარიში წარმოადგენს ინფორმაციას 2021 წლის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ასევე, დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.


მომხსენებელმა დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების სტატისტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 1,235,962, დასაქმებული, დამსაქმებლების ოდენობის მაჩვენებელი კი 82,795-ია.


„საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის საერთო ოდენობამ შეადგინა 1,782,134,866.25 ლარი. ამავე პერიოდში ფონდიდან გამოტანილი იქნა 66,483,394.86 ლარი“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.



მომხსენებელმა ელექტრონულ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა, რის შედეგად მომხმარებლებს უკვე აქვთ საშუალება სერვისები ელექტრონულად, დისტანციურად მიიღონ. მისი თქმით, სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშები საქართველოს 10 კომერციულ ბანკში ჰქონდა გახსნილი, რომელთა მეშვეობით სააგენტო საპენსიო შენატანების შეგროვებას ახდენდა.


„საანგარიშო პერიოდში დარიცხული ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 8 %-დან - 9.6%-მდე და აღნიშნულ პერიოდში დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობამ 18,243,117.18 ლარი შეადგინა“, - განაცხადა გიორგი დანელიამ. მომხსენებელმა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის პროცესზე ისაუბრა.


გიორგი დანელიას ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გაცემული პენსიისა და საპენსიო აქტივების ჯამურმა ოდენობამ 2,184,460.79 ლარი, ხოლო 2021 წლის განმავლობაში გაცემულმა პენსიამ 1,559,077.35 ლარი შეადგინა.


მომხსენებელმა საინვესტიციო საბჭოსა და საინვესტიციო სამსახურის საქმიანობაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, საინვესტიციო აქტივების მოცულობა შეადგენდა 1,980,289,982 ლარს.


დანელიამ ყურადღება გაამახვილა საპენსიო სააგენტოსა და დაგროვებითი საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებელ აუდიტორულ შემოწმების პროცესზე. როგორც გიორგი დანელიამ აღნიშნა, 2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 6 მლნ ლარს, საიდანაც 57% დაფინანსებული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 43% საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურით. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 99%-ს, რომლის 13% მიმართული იქნა არაფინანსური აქტივების შესაძენად, ხოლო 87% სააგენტოს საოპერაციო საქმიანობის დასაფინანსებლად.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up