2021 წელს 2020 წელთან შედარებით, საქართველომ პიროტექნიკის (ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები, წვიმის რაკეტები) იმპორტი 68%-ით შეამცირა.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 261 ტონა პიროტექნიკაში $1.8 მილიონი გადაიხადა. 2020 წელს 820 ტონა პიროტექნიკის იმპორტი $3.5 მილიონი დაჯდა.
პიროტექნიკის ძირითადი იმპორტიორი 2021 წელს ჩინეთი (176 ტონა / $634.5 ათასი) იყო. $501 ათასი გადაიხადა საქართველომ მონტენეგროდან 70 კგ. პიროტექნიკის იმპორტში. მესამე მსხვილი იმპორტიორი, გასულ წელს პოლონეთი იყო (43 ტონა / $169.7 ათასი).
წყარო: "ბიზნეს ფორმულა"