2021 წელს საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა – კოვიდ 19-ის კიდევ ერთი ნეგატიური შედეგი

2021 წელს საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა – კოვიდ 19-ის კიდევ ერთი ნეგატიური შედეგი

access_time2022-07-27 09:00:00

2021 წელს საქართველოში საკეისრო კვეთით მიღებული მშობიარობების წილმა მშობიარობების საერთო რაოდენობაში 42,8% შეადგინა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 40.6% იყო. დედის მოთხოვნით, ანუ არა სამედიცინო ჩვენებით, საკეისრო კვეთა შემთხვევათა 16%-ში ჩატარდა. 2020 წელს ეს მონაემი 15% იყო. ეს სტატისტიკა jandacva.ge-სთან საუბარში “პინეო სამედიცინო სისტემის” სამედიცინო დირექტორმა, გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა ზაზა სინაურიძემ შეაფასა. მისი თქმით, საკეისრო კვეთების ზრდა კოვიდ-პანდემიას უკავშირდება, რადგან პანდემიის პირველ ეტაპზე, როდესაც ვირუსის შესახებ ექიმებს ბევრი ინფორმაცია არ ჰქონდათ, ინფიცირებული ორსულის მშობიარობის ყველაზე უსაფრთხო მეთოდად საკეისრო კვეთა მიიჩნეოდა. თუმცა, სინაურიძის თქმით, დღეს, როცა კოვიდ 19-ის შესახებ მეტი მონაცემი დაგროვდა, გაიდლაინები განახლდა და კორონავირუსით ინფიცირება აღარ არის საკეისრო კვეთის ჩვენება, თუკი ორსულს ფილტვის მძიმე დაზიანება და დაბალი სატურაცია არ აღენიშნება. პირიქით – ზაზა სინაურიძის განცხადებით, საკეისრო კვეთა უფრო დიდი ტრამვაა ქალისთვის, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა, ინფიცირების პერიოდში მისი ჩატარება კი რისკებს კიდევ უფრო ზრდის.

ზოგადად, მედიკოსის თქმით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საკეისროსთან შედარებით ბევრად მეტი უპირატესობა აქვს და ის, რომ საკეისრო კვეთების 16% მშობიარეების მოთხოვნით ტარდება, ექიმებსა და ორსულებს შორის არასათანადო კომუნიკაციის შედეგია.

„თუკი ექიმი კარგად აუხსნის მშობიარეს ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობებს, ქალი აუცილებლად მიიღებს შვილის ბუნებრივი გზით გაჩენის გადაწყვეტილებას. ჩვენი კლინიკა სწორედ ამ პრაქტიკით ხელმძღვანელობს და მეტიც: ნაკეისრალი ქალების მეორე მშობიარობების 45% ჩვენთან ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე მოდის. ასეთი შემთხვევების მართვა კიდევ უფრო რთულია და უფრო მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს. სამწუხაროდ, იმ ქალების დიდი ნაწილი, რომლებმაც კოვიდის გამო საკეისრო კვეთა ჩაიტარეს, მეორე შვილს ასევე საკეისროთი გააჩენს. ასე რომ, კოვიდის შედეგები კიდევ დიდხანს დაგვხვდება წინ,“ – განაცხადა jandacva.ge-სთან საუბარში საუბარში “პინეო სამედიცინო სისტემის” სამედიცინო დირექტორმა.

ცნობისთვის: მედიკოსები ბუნებრივი მშობიარობის მთავარ უპირატესობად ახალშობილში სხვადასხვა გართულების, მათ შორის სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების დაბალ რისკს ასახელებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქირურგიული მეთოდის გამოყენება მშობიარობათა მხოლოდ 10-15%-შია აუცილებელი – როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობა ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა სამედიცინო ჩვენებით დასტურდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის 2016 წლის მონაცემებით, საკეისრო კვეთის მაჩვენებელი მშობიარობის საერთო რაოდენობის 43%-ს შეადგენდა. ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლობის გარეშე საკეისრო კვეთების რიცხვის შესამცირებლად რეგულაციები აამოქმედა. 2017 წლის პირველი მარტიდან ჯარიმები დაწესდა იმ კლინიკებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკეისრო კვეთებს არ შეამცირებენ.


ჯარიმების ამოქმედებამდე სახელმწიფომ კლინიკებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა თანახამდ ექიმი ვალდებულია, განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები, რათა შეეცადოს გადააფიქრებინოს ამ სახის ოპერაციის ჩატარება. ამასთან სახელმწიფომ უარი თქვა იმ საკეისრო კვეთების სრულად დაფინანსებაზე, რომლებიც პაციენტის მოთხოვნით ტარდება. ასეთ შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ ფიზიოლოგიური მშობიარობის ღირებულებას, 500 ლარს იხდის. 300 ლარის დამატება კი მშობიარეს უწევს.

წყარო: jandacva.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up