„სარაჯიშვილის“ გაყიდვები 17%-ით გაიზარდა - მოგებამ 11.5 მლნ ლარი შეადგინა

„სარაჯიშვილის“ გაყიდვები 17%-ით გაიზარდა - მოგებამ 11.5 მლნ ლარი შეადგინა

access_time2022-09-30 09:00:12

საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა სს „სარაჯიშვილმა“ 2021 წელს - 25,23 მლნ ლარის საერთო მოგება მიიღო, ხოლო წმინდა მოგებამ 11,5 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად საანგარიშო პერიოდში საერთო მოგების მარჟა 53%, ხოლო წმინდა მოგების მარჟა 24% დაფიქსირდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კომპანიის წმინდა მოგება 1,4-ჯერ, ხოლო საერთო მოგება 1,6-ჯერ გაიზარდა.


2021 წელს სს სარაჯიშვილი და შვილობილი კომპანიების მიერ რეალიზებული პროდუქციის ღირებულებამ 47,7 მლნ. ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 17%-ით აღემატება წინა წლის გაყიდვებს. 2018 და 2019 წლებში შემოსავლები პროდუქციის რეალიზაციიდან დინამიურად იზრდებოდა, ხოლო 2020 წელს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით მოხდა რეალიზაციის შემცირება. 2021 წელს COVID-19 პანდემიის უარყოფითი ეფექტის შესუსტების შედეგად მოხდა შემოსავლების ზრდა.


2021 წლის გაყიდვებში 20% ადგილობრივ, ხოლო 80% საექსპორტო ბაზრებს ეკავა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის პროდუქცია 24 საექსპორტო ქვეყანაში იყო წარმოდგენილი, თუმცა კომპანიის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. 2021 წელს ოთხი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო: რუსეთი (32%), ბელორუსი (22%), უკრაინა (22%), შოტლანდია (3%) და ყაზახეთი(9%). ამ ქვეყნების საერთო წილმა ექსპორტის 88% შეადგინა.



მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „სს სარაჯიშვილი და შვილობილი კომპანიების შემოსავლების 80%-ზე მეტი საექსპორტო ბაზრებზე მოდის, სადაც დიდი წილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს უკავიათ. ბოლო წლების განმავლობაში ამ ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა არ იყო მდგრადი. ადგილი ქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მკვეთრ ცვლილებებს, ეროვნული ვალუტების დევალვაციას, ინფლაციას, უმუშევრობის დონის მერყეობას და ა.შ. მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება მკვეთრად აისახება სს სარაჯიშვილის და შვილობილი კომპანიების გაყიდვების დინამიკაზე. ამ გარე ფაქტორის თავიდან ასაცილებლად კომპანია მუდმივად მუშაობს დივერსიფიცირების მიმართულებით, რაც ახალი - ურთიერთდამოუკიდებელი ბაზრების მოძიებაში მდგომარეობს“.


აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სს სარაჯიშვილი გახდა შპს ბრენდ მაღაზია სარაჯიშვილის 50% წილის, შპს ადმირალის 37,5% წილის და შპს გეო ნათსის 12,5% წილის მფლობელი. აღნიშნულმა ინვესტიციამ შეადგინა 0,7 მლნ. ლარი. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up