2021 წელს წინა წელთან შედარებით საუდის არაბეთის სანავთობო კომპანია Saudi Aramco-ს სუფთა მოგება 124%-ით გაიზარდა და 110 მლრდ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანია ავრცელებს.
2021 წლის შედეგით სუფთა ფულადმა შემოსავლებმა 139,4 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს 76,1 მლრდ დოლარი იყო. მათ შორის Free Cash Flow-მ შეადგინა 107,5 მლრდ დოლარი გასული წლის 49,1 მლრდ-ის ნაცვლად.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია გეგმავს გაზაროდოს 13 მლნ ბარელმდე ნავთობის მოპოვება 2027 წლისთვის, ასევე 50%-ით გაზარდოს ბუნებრივი აირის მოპოვება 2030 წლისთვის. Saudi Aramco ასევე გეგმავს წყალბადისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას.