2021 წელს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 57%-მა გაიარა - რამდენი დახარვეზდა?

2021 წელს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 57%-მა გაიარა - რამდენი დახარვეზდა?

access_time2021-12-28 01:00:00

2021 წელს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 57%-მა გაიარა - ამის შესახებ, ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარჩენილი 43%, ანუ 600 000 ავტომობილი სავარაუდოდ, გზებზე ისე გადაადგილდება, რომ ინსპექტირება გავლილი არ აქვს.

„2021 წელს რეგისტრირებული ავტომობილების 57% მივიდა ტექინსპექტირებაზე. ეს ყველაფერი ციფრებში რომ ავსახოთ ნიშნავს, 1.3 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, რომელსაც აქტიურის სტატუსი აქვს, მხოლოდ 715 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა რეგისტრაცია. აღნიშნული 57%-დან, რომელიც ინსპექტირებაზე გამოცხადდა 30% დახარვეზდა.

რაც შეეხება დარჩენილ 43%-ს, იქ 600 000 მანქანა რჩება ისე, რომ წელს არ გადის სავალდებულო ტექინსპექტირებას. აქ ორი მხარეა - შესაძლოა, რეგისტრირებულია და არ დადის, რაც ნაკლებ სავარაუდოა, ან მეორეა, მოძრაობს, თუმცა არ ხდება ადმინისტრირება. უბრალოდ, იხდიან ჯარიმებს და აგრძელებენ გადაადგილებას“, - განაცხადა იორდანიშვილმა.

მისივე თქმით, 2019 წელის შემდეგ ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა შემცირდა, რაც დიდი ალბათობით სწორედ პანდემიიდან გამომდინარეობს.


„პრობლემაა, როცა გზებზე გადაადგილდება ავტომობილი, რომელსაც არ აქვს ტექდათვალიერება გავლილი და მაინც არ ჯარიმდება. აღსრულების მექანიზმშია პრობლემა - ზოგჯერ ჯარიმდებიან მოქალაქეები და ზოგჯერ არ ჯარიმდებიან.

ამ ტენდენციის შემობრუნების ერთადერთი გზა ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესებაა. ადმინისტრირება უნდა ხორციელდებოდეს ჭკვიანი კამერებით, რომელიც რიგ შემთხვევებში ხარვეზებით მუშაობს, ან შეიძლება გამორთული იყოს არჩევნების წინ ან სხვა ნებისმიერ დროს, როცა ხელისუფლებას არ სურს მოსახლეობის განაწყენება“, - განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა მედიაცენტ ,,მთავარის“ პრესკლუბში.


BPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up