2021 წელს სოფლის მეურნეობაში ყველაზე დიდი მიღწევა საგარეო ვაჭრობას უკავშირდება

2021 წელს სოფლის მეურნეობაში ყველაზე დიდი მიღწევა საგარეო ვაჭრობას უკავშირდება

access_time2021-12-24 11:00:31

სპეციალისტების შეფასებით, 2021 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა სოფლის მეურნეობაზეც წარმატებით აისახა და განსაკუთრებით აგრო პროდუქტების ექსპორტი წაახალისა. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში, პროფესორი პაატა აროშიძე საუბრობს.



მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები პანდემიის პერიოდში უფრო მეტად განმტკიცდა.



,,2021 წელს  მნიშვნელოვანი იყო მაღალი ზრდა ეკონომიკაში, რაც ჯერჯერობით ფიქსირდება. სხვა სიტუაციაა, როგორ შენარჩუნდება წლის განმავლობაში. პანდემიიდან გამომდინარე, ეკონომიკური პროცესები ამოძრავდა. ხალხი მიუბრუნდა სოფლის მეურნეობას. არავინ იცოდა, რა ბედი ეწეოდა აგრარულ სფეროს, რა მომავალი იქნებოდა, თუმცა მეტი პერსპექტივა დაინახეს, ემიგრირებულთა დიდი რაოდენობა ქალაქიდან სოფლად დაბრუნდა. ამან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე გავლენა მოახდინა. ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიმყოფებით, მაგრამ მივეჩვიეთ პანდემიასთან თანაცხოვრებას. შესაბამისად, წელს საექსპორტო პროდუქცია გაიზარდა, ექსპორტმა მაქსიმუმს მიაღწია, სავაჭრო ბალანსი დადებითად გადაიხარა, რაც 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. ეკონომიკური ზრდა 10-15 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია, თუმცა ბევრი რამ დასახვეწია, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 1 სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა უნდა გაიზარდოს. ტენდენციები თუ შენარჩუნდება, უფრო მეტი შედეგი მიიღწევა. მართალია, მაღალი ეკონომიკური ზრდა მუდმივად არ იქნება, თუმცა ობიექტური სიტუაციიდან გამომდინარე მიღწევები მეტნაკლებად დადებითად შეიძლება შეფასდეს“, - აცხადებს პაატა აროშიძე.




როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ევროკავშირის წევრობის ისტორიული მისიის შესრულებამდე გადამწყვეტია ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია სავაჭრო ურთიერთობების გამყარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ხოლო შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად შეასრულებს რეკომენდაციებს საქართველო.



აგრო პროდუქტის ექსპორტის ზრდის მთავარ პირობად კი აროშიძე ხარისხის გაუმჯობესებას და ქართული პროდუქტის ცნობადობის ზრდას მიიჩნევს.



შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 3 822.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და გასულ წელთან შედარებით მატება 26.7 პროცენტია. 



საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.7 პროცენტით გაიზარდა და 2 809.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up