„სოკარმა“ „ლუკოილზე“ 2-ჯერ მეტი შემოსავალი მიიღო - 2021 წლის მაჩვენებლები

„სოკარმა“ „ლუკოილზე“ 2-ჯერ მეტი შემოსავალი მიიღო - 2021 წლის მაჩვენებლები

access_time2022-11-09 09:00:05

შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ 2021 წელს 2020 წელთან შედარებით შემოსავალი 61.8%-ით 972.3 მლნ ლარამდე გაეზარდა, ხოლო მის კონკურენტ ,,შპს ლუკოილ ჯორჯიას’’ 98%-ით 473 მლნ ლარამდე. ამის შესახებ კომპანიების ფინანსურ ანგარიშებშია აღნიშნული.


,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“

,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ 2021 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის 2-ჯერ გაზარდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ხარჯი და 831.6 ათას ლარს გაუტოლდა.


ანგარიშგების თანახმად, კომპანიამ 18.3%-ით 344.7 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 764.4 მლნ ლარამდე შეუმცირდა აკუმულირებული ზარალი.


კომპანიამ 1500-ზე მეტ თანამშრომელს 2021 წელს 3.820 მლნ ლარამდე ხელფასი გადაუხადა.


„სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ დარეგისტრირდა 2006 წელს. საქართველოს მასშტაბით ოპერირებს 110 ავტოგასამართი სადგურით და 13 კლიენტთა მომსახურების ცენტრით.



კომპანიის 100%-წილის მფლობელია შპს ,,სოკარ ენერჯი ჯორჯია’’, რომლის აქციების წილის მფლობელები არიან:

Intersun Holding FZCO – 8.165%.

EVENTUS GENERAL TRADING FZE – 16.33%.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია - 75.5%.



„ლუკოილ ჯორჯია’’ 

,,ლუკოილ ჯორჯია’’ 2021 წელს 105.7%-ით გაზარდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და 448.4 მლნ ლარი შეადგინა.


გასულ წელს კომპანიის აქტივებმა 78.2 მლნ ლარი , ხოლო კაპიტალმა 9.7 მლნ ლარი შეადგინა. თანამშრომელთა ხელფასებში კი 2021 წელს 7 მლნ ლარი დახარჯა.


ლუკოილ ჯორჯიას 2021 წელს გაწეულმა ფინანსურმა ხარჯებმა ჯამში 468.6მლ ლარი, ხოლო საოპერაციო საქმიანობიდან მიღებულმა მოგებამ 5.4 მლნ ლარი შეადგინა.


ლუკოილი საქართველოში ოპერირებს 2000 წლიდან. კომპანიას ქვეყანაში 60-ზე მეტი გასამართი სადგური აქვს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up