როგორი იყო 2020 წელი „ალტერსოქსისთვის“, რომელიც ბიზნესდაჯილდოება 2020-ის გამარჯვებულია ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის“ და რა მოლოდინები აქვს მომავალი 2021 წლისთვის, ამის შესახებ „კომერსანტთან“ Altersocks-ის დამფუძნებელმა რეზი ბესელაშვილმა ისაუბრა.
„ძალიან რთული წელი იყო, უამრავი გამოწვევით. მარტიდან დაწყებული სულ გვიწევდა ბრძოლა გადარჩენისთვის, წლის ბოლოს კი გავიმარჯვეთ ბიზნეს დაჯილდოება 2020-ში, რაც იმას ნიშნავს რომ ამ პროექტში გამარჯვებულებს საშუალება აქვთ სამი პრიზიდან ერთ-ერთი აირჩიონ, ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, მეორე ციფრული-საკომუნიკაციო სტრატეგია და მესამე ეს არის მარკეტინგული კამპანია, ვფიქრობთ რომელ მათგანზე გავაკეთებთ არჩევანს“, — აღნიშნა რეზი ბესელაშვილმა.
2021 წლის მოლოდინებზე საუბრისას კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა მთავარი მიზნი ხდება.
„მართალია უკვე ხდება ჩვენი პროდუქციის გაყიდვა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე და როგორც ამერიკელ ასევე ევროპელ მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს ის, თუმცა ჩვენი მიზანია ექსპორტზე საქონლის აქტიურად გატანა რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში. სურვილი გვაქვს რომ, ჩვენი ბრენდი სხვა ცნობილი ბრენდების გვერდით აღმოჩნდეს“, — განაცხადა რეზი ბესელაშვილმა.