2021 წლის 10 უმდიდრესი პოლიტიკოსი მსოფლიოში

2021 წლის 10 უმდიდრესი პოლიტიკოსი მსოფლიოში

access_time2021-10-31 15:00:16

ადგილობრივმა თანამდებობის პირებმა, კანონმდებლებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში უმაღლესი ძალაუფლება აქვთ, მილიარდობით დოლარის ქონება დააგროვეს. წარმოგიდგენთ პოლიტიკოსებს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც დღეს ყველაზე მდიდრები არიან.

10. კიმ ჩენ ინი

კიმ ჩენ ინი მამის, კიმ ჩენ ილის გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი ლიდერი გახდა. უზენაესი ლიდერი ახლა საკმაოდ პოპულარულია მთელ მსოფლიოში, მას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ დიქტატორად მოიხსენიებენ. კიმ ჩენ ინი ასევე ცნობილია ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის პროგრამის სწრაფი განვითარებით.

როგორც Wealth Gorilla აღნიშნავს, მისი ქონება 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

9. იმელდა მარკოსი

პოლიტიკოსი და ფილიპინების ელჩი იმელდა მარკოსი დაქორწინებული იყო ფილიპინების ყოფილ პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოსზე. მას 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება აქვს და ცნობილია თავისი ათასზე მეტი ფეხსაცმლის კოლექციით. 2018 წელს მარკოსი დამნაშავედ ცნეს ქრთამის აღებაში და 42 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა პოლიტიკოსი არ დაუკავებიათ.

8. სილვიო ბერლუსკონი

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტექნიკისა და საცხოვრებელი კორპუსების გამყიდველი კაცი ერთ დღეს იტალიის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. სილვიო ბერლუსკონი იტალიის ისტორიაში პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად მყოფი პრემიერ მინისტრი იყო. იგი 2011 წელს გადადგა. 1970-იან წლებში ბერლუსკონიმ დააარსა იტალიის უმსხვილესი მედია კომპანია Telemilano, რომელმაც, როგორც Business Insider აღნიშნავს, პოლიტიკოსის ქონება 7,8 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

7. ზონგ ცინგჰუ

Zong Qinghou, რომელიც ჩინეთში “სასმელების მეფედ“ არის ცნობილი, Wahaha Group-ის აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარეა. იგი ასევე არის ჩინეთის ეროვნული სახალხო საბჭოს წევრი. როგორც ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა ჩინეთში,იგი გეგმავს თავისი ბიზნესის გაფართოებას სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორში. მან როგორც პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა, წლების განმავლობაში 10,8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.


6. სავიტრი ჯინდალი

სახელი, რომელიც კვლავ პოპულარულია ინდოეთში, არის სავიტრი ჯინდალი. მას შემდეგ, რაც 2005 წელს მისი მეუღლე, ომ პრაკაშ ჯინდალი გარდაიცვალა, სავიტრიმ Jindal Steel and Power კონგლომერატის მენეჯმენტის ხელმძღვანელობა დაიწყო. ის არის დირექტორთა საბჭოს არა აღმასრულებელი წევრი. დღეს ჰარიანას საკანონმდებლო ორგანოს წევრი 13,3 მილიარდ დოლარს ფლობს.

5. სულთანი ჰასანალ ბოლქია

სულთან ჰასანალ ბოლქია მსოფლიოში არსებული ბოლო აბსოლუტური მონარქებიდან ერთ -ერთია. ის არის ბრუნეის შარიათის კანონის უკან მყოფი პოლიტიკოსი. The Richest-ის თანახმად, მან თავის ქვეყანაში პოლიტიკური პოზიციის წყალობით 20 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა.

4. ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი

ხალიფა ბინ ზაიდ ალ უკავია რამდენიმე თანამდებობა, მათ შორის არის არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და აბუ დაბის ემირი. ცნობილი ფილანთროპი აბუ დაბის საინვესტიციო ორგანოს ზედამხედველობს. მისი წმინდა ქონება 23 მილიარდი დოლარია.

3. მაჰა ვაჯირალონგკორნი, იგივე რამა X

მეფე ბუმიბოლ ადულიადეისა და დედოფალ სირიკიტის ვაჟი, მაჰა ვაჯირალონგკორნი ტაილანდის გვირგვინოსანი პრინცი 20 წლის ასაკში გახდა. იგი სამეფო სამხედრო კოლეჯში სწავლობდა. მოგვიანებით ტაილანდის მეფე გახდა. თავისი კარიერის მანძილზე კი 30 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა.

2. მაიკლ ბლუმბერგი

ბლუმბერგი არის ამერიკელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, რომელიც ნიუ -იორკის მერის თანამდებობას იკავებდა 2002 წლიდან 2013 წლამდე. ბლუმბერგი ცნობილია თავისი პოზიციით თანაბარი სამუშაო უფლებების შესახებ. ის ასევე არის Bloomberg LP-ის მფლობელი. Money INC-ის ინფორმაციით მისი ქონება 49,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

1. ვლადიმირ პუტინი

ვლადიმერ პუტინს აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა. პუტინი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსია. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, მისი ქონება 70 მილიარდ დოლარზე მეტად არის შეფასებული.


წყარო: therichest.com, ბიზნესპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up