2021 წლის 24 სექტემბერს, კომპანია „ელპლუსის“ ადგილობრივი საწარმოს და შოურუმის გახნსის ცერემონია გაიმართა

2021 წლის 24 სექტემბერს, კომპანია „ელპლუსის“ ადგილობრივი საწარმოს და შოურუმის გახნსის ცერემონია გაიმართა

access_time2021-09-24 14:55:00

შპს „ელ+“- მა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ბანკისა და EBRD -ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა, რისი მეშვეობითაც კომპანიამ ახალი, ევროპული სტანდარტების საწარმო დააფუძნა უახლესი, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე  დანადგარებით. კომპანიის მიერ განხორციელდა 6.000.000 ლარის ინვესტიცია, საიდანაც 2.000.000 ლარი „აწარმოე საქართველოში“-ს პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.



 „ელპლუსმა“ - მა პირველად საქართველოში, სახანძრო  უსაფრთხოების ინვენტარის წარმოება დაიწყო და განავითარა, შეიქმნა 50 - ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. სულ, კომპანიაში 200 -მდე თანამშრომელია დასაქმებული. ქარხანაში იწარმოება: ცეცხლმაქრები, სახანძრო კარები, ცეცხლგამძლე კარადები, ცეცხლმედეგი ვენტილირებადი ფასადები, მეტალის სტელაჟები და სხვა პროდუქცია. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ევროპული სტანდარტების მქონე სამღებრო.  საწარმოში გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული მასალა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეტაპობრივად და მიზანმიმართულად, ადგილობრივი წარმოებით ანაცვლებს იმპორტს. არის ISO9001:2015 სერტიფიკატის მფლობელი.



გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სამთავრობო და ბიზნეს სექტორის პირველი პირები.



„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ვითარდება ადგილობრივი წარმოება, რისი ნათელი მაგალითიც დარგის ლიდერი კომპანია ელპლუსია.  ჩვენი კომპანია 16 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ბევრი სირთულის მიუხედავად ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ჩვენს დამკვეთებს სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, მომსახურების სრული სპექტრის მიღება შეუძლიათ, ერთი ფანჯრის პრინციპით. ვპასუხობთ 41-ე დადგენილების ყველა რეგულაციას.




აღსანიშნავია, რომ ელპლუსი არის საქართველოში იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც კოვიდ 19 -ის პანდემიის კრიზისულ პერიოდში ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა. მეტიც, 2021 წლიდან განვავითარეთ ბიზნესი და ახალი სამუშაო ადგილები შევქმენით. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი, სწორედ კომპანიის თანამშრომლებია. დღეს, ელპლუსი 200-მდე პროფესიონალს აერთიანებს. ხელს ვუწყობთ ახალი კადრების აღზრდას და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. ჩვენთან, გაერთიანებულია მრავალწლიანი გამოცდილება და ახალგაზრდული შემართება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი კადრების საზღვარგარეთ გადამზადებას და დასავლური გამოცდილების ინტეგრირებას.



ხარისხის სტანდარტების დაცვა და მუდმივი გაუმჯობესება კომპანიის მთავარი ამოცანაა. ამიტომ, ჩვენთან ადგილობრივი წარმოებისას გამაოიყენება მხოლოდ მაღალი ხარიხის, ძირითადად ევროპული სერტიფიკატის მქონე მასალა, რომელიც ყველა დადგენილ ნორმას პასუხობს.



მიუხედავად იმისა, რომ ელპლუსი ასევე სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, მსოფლიო ბრენდების იმპორტიორი კომპანიაა, გვაქვს ამბიცია, ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლოთ იმპორტი.



ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია რომ ჩვენი პროექტების განხორციელებისას,  ჩვენს მიერ იმპორტირებული პროდუქციის 30%  უკვე ჩანაცვლებული გვაქვს ადგილობრივი, ჩვენს საწარმოში ნაწარმოები პროდუქციით.



სამომავლოდ, ვგეგმავთ ექსპორტის მიმართულების განვითარებასაც“ – განაცხადა  კომპანია „ელპლუსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა, ვაკო საღირაშვილმა. 

 

(R)

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up