2021 წლის 29 მაისს, საქართველოში, „მსოფილო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა

2021 წლის 29 მაისს, საქართველოში, „მსოფილო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა

access_time2021-05-29 18:19:13

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს მერვედ გაიმართა.


საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე, ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები. ესენი არიან:


• პირველი ადგილი - ანი ჭანკვეტაძე, იმერეთი, წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლე, 11 წლის.


• მეორე ადგილი - დავით ლომიძე, ქ. თბილისი, მწვანე სკოლის მოსწავლე, 10 წლის.


• მესამე ადგილი - იოანე ჩხიკვაძე, ქ. ქუთაისი, N13 საჯარო სკოლის, 6-ე კლასის მოსწავლე, 11 წლის.


• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რჩეული - მარიამ კილაძე, ქ. გორი, 4-ე საჯარო სკოლის, 5-ე კლასის მოსწავლე, მარიამ კილაძე, 10 წლის.


• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული - ქეთევან წერეთელი, ქ. ჭიათურა, 2-ე საჯარო სკოლის, 7-ე კლასი მოსწავლე, 13 წლის.
მნიშვნელოვანია, რომ პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი გაიგზავნება


„მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, “მსოფლიო საფოსტო კავშირის” საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის/ქვეყნის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 2021 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ შტაბ-ბინაში (ბერნი - შვეიცარია).


"საერთაშორისო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც საფუძველი 1971 წელს ჩაეყარა.

"მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე, მიმდინარე წელს 50 წლის იუბილე აღნიშნა. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი ღებულობს მონაწილეობას, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურს, შედეგად, სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, შეჯიბრს განაგრძობენ საერთაშორისო მასშტაბით. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.


2021 წლის საკონკურსო თემა, რომელსაც ყველა ქვეყნისთვის ადგენს „მსოფლიო საფოსტო კავშირი“, გახლდათ “მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით” (“Write a letter to a family member about your experience of Covid-19”).


კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის წახალისება ახალგაზრდა თაობაში, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.


მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ასევე, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს „საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს ეროვნულ არქივს“ შორის, რომლის ფარგლებშიც, 50 - მდე რჩეული წერილი გადაეცემა არქივს, რადგან აღნიშნული წერილები არის პანდემიასთან დაკავშირებული უნიკალური გამოცდილებისა და შინაარსის მატარებელი, შესაბამისად, მეტად საინტერესო მომავალი თაობებისათვის.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 597 მოზარდმა. სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა ყველა მონაწილე.

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up