2021 წლის პირველ 4 თვეში საქართველომ უფრო მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე 2020 წელს მთლიანად

2021 წლის პირველ 4 თვეში საქართველომ უფრო მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე 2020 წელს მთლიანად

access_time2021-05-19 14:00:04

ელექტროენერგიის იმპორტმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1.697 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 118%-ით, მთელი 2020 წლის ჯამურ მაჩვენებელს კი 5.4%-ით აღემატება. ამ მოცულობის ელექტროენერგია საქართველოს არცერთ  ცალკე აღებულ წელს არ უყიდა. იმპორტის მკვეთრი მატება ერთის მხრივ ენგურჰესის სარეაბილიტაციოდ 3 თვით გაჩერებამ და მეორეს მხრივ აფხაზეთში გაზრდილმა კრიპტომაინინგმა განაპირობა.


20 იანვარს ენგურჰესი სარეაბილიტაციოდ გაჩერდა. გაჩერების დრო სპეციალურად მცირე გენერაციის პერიოდში შეირჩა. თუ შარშან თებერვალ-მარტში ენგურჰესმა 240 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, ივნის-ივლისში გენერაცია 220%-ით 768 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. სადგურმა მუშაობა 28 აპრილს განაახლა. რეაბილიტაციის პროცესში შეკეთდა სადერივაციო გვირაბის ნაწილი. ეკონომიკის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ დანაკარგები 20-30 პროცენტით შემცირდება და წლიური გამომუშავება 90 მლნ კვტ/სთ-ით გაიზრდება. რეაბილიტაცია ჯამში 45 მლნ ევრო დაჯდა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ კი იბიარდის კრედიტი.


ენგურჰესი, გარდა იმისა რომ საქართველოში ყველაზე დიდი ელექტროსადგურია, რომელის წილიც ჯამურ გენერაციაში 30-დან 40 პროცენტამდე მერყეობს, (პროცენტული სხვაობა ახალი გენერაციის ობიექტების ამოქმედებასთან ერთად თავად ენგურისა და სხვა მდინარეების წლიური ჩამონადენითაა განპირობებული) პოლიტიკური დატვირთვის მატარებელიაცაა. სადგურის ნაწილი, კერძოდ სამანქანო დარბაზი ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა მოქცეული. 90-იან წლებში მხარეებს შორის არაოფიციალური შეთანხმება გაფორმდა, რომლის ძალითაც აფხაზეთს გენერაციის 40% უნდა შეხვედროდა. შეთანხმება ბოლო წლებში სისტემატურად ირღვევა. ზამთრის პერიოდში თბილისი ოკუპირებულ რეგიონს ენგურჰესის გამომუშავების 100%-ს აწვდის და დამატებით ელექტროენერგიას მისთვის რუსეთიდან ყიდულობს.


იმპორტირებული 1.697 მლრდ კვტ/სთ-დან 54.4% - 924 მლნ კვტ/სთ აფხაზეთში გაიგზავნა. ოთხ თვეში რეგიონმა 1.155 მლნ კვტ/სთ მოიხმარა, - 24%-ით მეტი ვიდრე თბილისმა.



იმპორტის ზრდა ქვეყანას მეზობლებზე, მათ შორის რუსეთზე იმპორტ და ენერგოდამოკიდებულს ხდის. წელს რუსეთის წილმა იმპორტში 61%-ს გადააჭარბა.


პანდემიისა და კოვიდრეგულაციების შედეგად შემცირებული მოთხოვნის გამო, ელექტროენერგიაზე ფასები შემცირებულია, თუ გასული წლის პირველ კვარტალში 744 მლნ კვტ/სთ-ში საქართველომ $29 მლნ გადაიხადა, ანუ კილოვატში 3.9 ცენტი, წელს 1.438 მლრდ კვტ/სთ $31.7 მლნ დაუჯდა, ანუ 1 კვტ/სთ - 2.2 ცენტი. ფასების ვარდნა დროებითია და მოთხოვნის გაზრდისთანავე დაკორექტირდება, რაც სხვა ყველაფერთან ერთად იმისაც ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი დოლარი გავა და ლარზე ზეწოლა გაიზრდება.


საქართველოს ეკონომიკა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იწყებს აღდგენას. 2020 წლამდე ენერგომოხმარებას მზარდი ტენდენცია გააჩნდა. წელს პირველ 4 თვეში აფხაზეთის გამოკლებითაც მოხმარება 3.9%-ით გაიზარდა. აფხაზეთის ჩათვლით 4.5%-ით. ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. გენერაციის ახალი ობიექტების გარეშე ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ავტომატურად ენერგოდეფიციტისა და იმპორტის ზრდას ნიშნავს.


მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რამდენიმე საშუალო სიმძლავრის ჰესი ამუშავდა“ ლარსი ჰესი, ფარავანჰესი, დარიალჰესი, შუახევჰესი... ასევე გარდაბანი 1 და გარდაბანი 2 თბოსადგურები, მოთხოვნა გამომუშავებაზე სწრაფად იზრდებოდა. ნენსკრაჰესი 2021-ის მაგივრად საუკეთესო შემთხვევაში 2025 წელს დასრულდება, ნამახვანჰესი დაპაუზებულია, ცხენისწყლისა და ონის ჰესების კასკადი მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება. ხუდონჰესის პროექტი ოფიციალურად არ გაუქმებულა, მაგრამ არც წინ წასულა.


ალტერნატიული ენერგიებიდანაც გორში მდებარე ქარის ელექტროსადგური ჯერჯერობით ერდადერთია, რომლის წილიც ჯამურ გენერაციაში 0.8%-ზე ნაკლებია. მზის ელექტროსადგური კი საერთოდ არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით სახურავებზე განთავსებულ პანელბსა და ცალკეულ მიკროსიმძალვრეებს, რომელთა ჯამური გამომუშავება წლიურად 5 მლნ კვტ/სთ-ზე ნაკლებია და ბალანსზე საერთოდ ვერ ახდენს გავლენას. ქარისა და მზის ჯამური ეკონომიკურად მომგებიანი პოტენციალი კი 4 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს, ათვისებულზე მინიმუმ 40-ჯერ მეტს, თუმცა მათი სრულად გამოყენებისთვის დამატებითი მარეგულირებლიანი სიმძლავრის ქონაა აუცილებელი ასეთი კი შეიძლება იყოს თბოსადგური, ატომური ელექტროსადგური ან წყალსაცავიანი ჰესი.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up