2021 წლის ყველაზე მასშტაბური ტექნიკური წარუმატებლობები

2021 წლის ყველაზე მასშტაბური ტექნიკური წარუმატებლობები

access_time2022-01-03 09:30:00

ბევრისთვის 2021 წელი იმედისმომცემი იყო, რადგან კორონავირუსის ვაქცინები უფრო ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა პანდემია კიდევ ერთი წელი გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია განვითარებას განაგრძობს, წლის განმავლობაში ძალიან მოულოდნელი ჩავარდნებიც მოხდა, თან ისეთი გიგანტური კომპანიებისგან, ვისგანაც საზოგადოება ამას ყველაზე ნაკლებად ელოდა.


წარმოგიდგენთ 2021 წლის ყველაზე შესამჩნევ ტექნიკურ წარუმატებლობებს:


Facebook და LinkedIn -დან პერსონალური მონაცემების გადინება

აპრილში კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ Facebook -ის ნახევარი მილიარდი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, მათ შორის ტელეფონის ნომრები, დაბადების დღეები და ელექტრონული ფოსტის მისამართები, გამოქვეყნდა ვებსაიტზე, რომელსაც ჰაკერები იყენებდნენ. ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად დაუცველი შეიძლება იყვნენ კომპანიები, რომლებიც აგროვებენ დიდი რაოდენობით პერსონალურ მონაცემებს.

აპრილში, LinkedIn-მა დაადასტურა, რომ ჰაკერების ვებსაიტზე გასაყიდად საჯაროდ იყო გამოტანილი დაახლოებით 500 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, რომელიც მათი საიტიდან წაიღეს. მაშინ Linkedin-მა განაცხადა, რომ გასაყიდად გამოტანილი მონაცემთა ბაზა იყო „ფაქტობრივად, მონაცემთა კოლექცია მრავალი ვებსაიტისა და კომპანიისგან“.


Citizen აპლიკაციამ პოლიციას შეცდომით სხვა მოქალაქე დააჭერინა

მაისში, სტარტაპმა Citizen, რომელიც დანაშაულის სიგნალებს რეალურ დროში აგზავნის, საზოგადოებას ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დასაკავებლად 30,000 დოლარის ჯილდო შესთავაზა. გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, მამაკაცი მალე დააკავეს, თუმცა ერთი ძალიან დიდი პრობლემა იყო, აღმოჩნდა, რომ ის შეცდომით იქნა ამოცნობილი. კომპანიამ ახალი პროდუქტი თავის OnAir აპლიკაციაში ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციის გადასაცემად გამოიყენა, მაგრამ განაცხადა, რომ თავად მონაცემები არ გადაუმოწმებიათ.


პროგრამული შეტევები და გამოსასყიდი


Ransomware თავდასხმები ამ წელს გაიზარდა. ჰაკერები სხვადასხვა კომპიუტერულ სისტემაზე წვდომის მოპოვების შემდეგ კომპანიას გამოსასყიდს სთხოვდნენ. მაისში ერთ-ერთმა მთავარმა თავდასხმამ ხაზი გაუსვა აშშ-ს ინფრასტრუქტურის დაუცველობას ასეთი დანაშაულების მიმართ.


ორმა გათიშვამ ინტერნეტის უმეტესი ნაწილი გამორთო

ეს ორ კვირაზე ნაკლებ დროში ორჯერ მოხდა: ტექნიკურ კომპანიებში მოულოდნელი გათიშვის გამო ინტერნეტი გაითიშა. ხარვეზები სწრაფი და ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ ამან ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად დამოკიდებულია კაცობრიობა ინტერნეტზე.

პირველი გათიშვისას, 8 ივნისს, უამრავი ვებსაიტი, მათ შორის Reddit, CNN, Amazon და მრავალი სხვა, ხაზგარეშე გავიდა Fastly-ის კონტენტის მიწოდების ქსელში შეფერხების გამო. შემდეგ, 17 ივნისს, მსგავსი კომპანიის, Akamai Technologies-ის პრობლემამ გატეხა ვებსაიტები, მათ შორის, Southwest Airlines-ის, United Airlines-ის, Commonwealth Bank of Australia-სა და ჰონგ კონგის საფონდო ბირჟის მფლობელობაში.


ძალიან ცუდი დღე Facebook-თვის

4 ოქტომბერი, მართლაც საშინელი იყო კომპანიისთვის, რომელსაც მალე META ეწოდა.

Facebook -ის ინფორმატორმა ფრენსის ჰაუგენმა გამოავლინა მისი ვინაობა და თქვა, რომ კომპანიამ იცოდა, როგორ იყენებდნენ სოციალურ მედიას დეზინფორმაციის, სიძულვილის ენისა და ძალადობის გასავრცელებლად. (ადრე, ჰაუგენი იყო უსახელო წყარო, რომელიც კომპანიის შიდა ინფორმაციებს The Wall Street Journal-ში ავრცელებდა.)

შემდეგ, ორშაბათს დაფიქსირდა სერიოზული შეფერხება Facebook-ზე, WhatsApp-სა და Instagram-ზე. სამივე აპლიკაცია რამდენიმე საათით ოფლაინ იყო. ამ დროს აქციების ღირებულება დაეცა.

ოქტომბრის ბოლოს, 17 ამერიკული საინფორმაციო ორგანიზაციის კონსორციუმმა დაიწყო საკუთარი სტატიების გამოქვეყნება SEC-ის საფუძველზე. კონსორციუმმა განიხილა კონგრესის მიერ მიღებული რედაქტირებული ვერსიები. ეს ისტორიები მოიცავდა დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ კოორდინირებული ჯგუფები ფეისბუკს ძალადობის გასაძლიერებლად და როგორ იყენებენ ტრეფიკერები სოციალურ მედიას ხალხის ექსპლუატაციისთვის.


Tesla-ს თვითმართვადი ავტომობილი მძღოლებს აშინებს

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი მისი ინოვაციური სისტემით, რომელიც ავტომობილის თვითმართვას გულისხმობს, დიდი ხანია თავს იწონებს. თუმცა სისტემა ამ დრომდე დასახვეწია. გარდა ამისა, ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე მძღოლმა სცადა ეს ფუნქცია, მათ შორის მომხმარებელთა ჯგუფმა, რომლებიც „ბეტა“ ვერსიაზე წვდომისთვის 10,000 დოლარს იხდიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქცია შეიძლება ფანტასტიურად ჟღერდეს, მძღოლებმა, რომლებმაც ის გამოიყენეს, ნოემბერში CNN Business-ს განუცხადეს, რომ თავს დაცულად ვერ გრძნობენ.


წყარო: CNN, BPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up