„2022 წელ „ნოვამ“ 4 ახალი ფილიალი და სამი ახალი საწარმო დაამატა“ -  ნოვა

„2022 წელ „ნოვამ“ 4 ახალი ფილიალი და სამი ახალი საწარმო დაამატა“ - ნოვა

access_time2023-01-05 12:00:18

როგორი იყო 2022 წელი სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვასთვის“ და როგორია 2023 წლის მოლოდინები ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ საახალწლო ეთერში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა ისაუბრა. 


მისივე თქმით 2022 წლის მთავარი ამოცანა „ნოვასთვის“ რითეილის გაფართოება და 4 ახალი ფილიალის დამატება იყო, რასაც რეალურად კომპანიამ მიაღწია. 


„2022 წლის მთავარი ამოცანა ჩვენთვის რითეილის გაფართოება და 4  ახალი ფილიალის დამატება იყო, რეალურად ეს გეგმა კომპანიამ შეასრულა. 2022 წელს ჩვენ თელავის, გორის, მარნეულის და ხაშურის  ფილიალები დაგვემატა, გარდა ამისა განვავითარეთ სამი ახალი საწარმო. ეს არის წებო-ცემენტის vetek - ის ბრენდის ქვეშ წარმოება და ფასადის საიზოლაციო ენერგოეფექტური მასალის წარმოება, ასევე ლითონის მილების წარმოებაც. რაც შეეხება გაყიდვებს, 2022 წელი ამ მიმართულებით საკმაოდ სტაბილური იყო“, - აღნიშნა ედიშერ ხიმშიაშვილმა.


კომპანიის დირექტორის თქმით „ნოვას“ მთავარი უპირატესობა არის ის, რომ კომპანია დღეს 500 - ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს და ეს რიცხვი 2023 წელს 700-ს გადააჭარბებს, რაც კომპანიას ქართული პროდუქტის ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად აქცევს. 



„კონკურენტული უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ საბოლოო მომხმარებლამდე ჩვენ შეგვიძლია „ნოვას“ წარმოებული ექსკლუზიური ბრენდების მომხმარებლამდე საქართველოს 7 დიდ ქალაქში მიტანა და ეს ჩვენ პრიორიტეტად რჩება, „ნოვა“ საქართველოს მასშტაბით უდიდესი სადისტრიბუციო კომპანიაა, გარდა ამისა ახალი წარმოებები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პროდუქციის ექსპორტი იმაზე დიდი რაოდენობით განვახორციელოთ, რა რაოდენობასაც აქამდე კომპანია ახდენდა“, - აღნიშნა ედიშერ ხიმშიაშვილმა


ხიმშიაშვილის თქმით 2022 წელს ომის და ჩინეთში არსებული კოვიდ პანდემიის გამო ლოგისტიკა გართულებული იყო, რამაც ფასებზე გარკვეული გავლენა მოახდინა. 


„ზოგადად ჩვენ სექტორში ფასების კუთხით განსხვავებული მდგომარეობაა, არის გარკვეული პროდუქტები, რომლებზეც ფასები იზრდება, გარკვეულზე იკლებს. მაგალითად ისეთი პროდუქტებზე, რომლებიც თურქეთზე ან ევროპაზეა დამოკიდებული ფასები იზრდება, რადგან ენერგომატარებლებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ლოგისტიკური პრობლემები არსებობს, რაც შეეხება ჩინეთის ბაზარს გარკვეულ პროდუქტებზე ფასები შემცირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი კი, რომელიც მეტალის ბაზარია და კომპანიის მთავარი ბიზნესი, მასზე ფასები საგრძნობლად შემცირებულია“, - აღნიშნა ედიშერ ხიმშიაშვილმა.


ედიშერ ხიმშიაშვილმა აღნიშნა, რომ 2023 წლის ნომერ პირველი ამოცანა  ახლად გახსნილი სამი საწარმოს ექსპლუატაციაში გაშვება, ახალი ფილიალების სტაბილურად ამუშავება, რითეილის  განვითარება და ექსპორტის გაზრდაა.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up