2022 წლისთვის ინტერნეტ-ბანკის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ 356 394 შეადგინა. როგორც „კომერსანტის“ მიერ სებ-იდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ინტერნეტ ბანკის აქტიური მომხმარებელთა რაოდენობა 2,9%-ით არის გაზრდილი. როგორც სტატისტიკური ინფორმაციიდან ჩანს, 2021 წელს ინტერნეტ ბანკინგით აქტიურად 346 213 მომხმარებელი სარგებლობდა.
ბოლო 5 წლის მაჩვენებლების მიხედვით, ინტერნეტ ბანკის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა ყველაზე მეტი 2018 წელს იყო - 425 891 მომხმარებელი.
- 2022 წელი - 356 394 მომხმარებელი
- 2021 წელი - 346 213 მომხმარებელი
- 2020 წელი - 343 895 მომხმარებელი
- 2019 წელი - 404 689 მომხმარებელი
- 2018 წელი - 425 891 მომხმარებელი
აქტიური კლიენტი არის კლიენტი, რომელმაც თვის განმავლობაში ერთხელ მაინც განახორციელა შესაბამისი არხით (ინტერნეტ-ბანკი, მობილური ბანკი) გადახდა/გადარიცხვა. აქტიური ბანკის კლიენტების მონაცემები მიიღება ბანკების მიხედვით აქტიური კლიენტების რაოდენობის შეჯამებით, შესაბამისად, შესაძლებელია ამ მონაცემებში გადაკვეთის არსებობა, როდესაც მომხმარებელი სარგებლობს ორი ან მეტი სხვადასხვა ბანკის მომსახურებით - იმ შემთხვევაში თუ მომხამრებლები თვის განმავლობაში ერთდროულად სარგებლობს ინტერენტ-ბანკითა და მობილურ ბანკით, მაშინ ის გათვალისწინება, როგორც ინტერნეტ-ბანკის აქტიურ კლიენტებში, ასევე მობილური ბანკის აქტიურ კლიენტებში.