2022 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით 432 284 ტონა ტვირთი გადაიზიდა, ჯამში, 2017-2022 წლებში ამ ხაზით ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1 347 585 ტონა შეადგინა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული პრესა, აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მიმდინარეობს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რათა მნიშვნელოვნად გაზარდოს სატვირთო მიმოსვლა ამ მარშრუტზე“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა შეადგინა.