2022 წელს ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალო ფასი 134%-ით გაიზარდა

2022 წელს ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალო ფასი 134%-ით გაიზარდა

access_time2023-02-27 12:30:13

2022 წელს საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 14,247 მლნ. კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც წლის წლიური გამომუშავების რეკორდული მაჩვენებელია, როგორც  ISET-PI-ს მიერ მომზადებულ „ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში“ წერია, 2022 წლის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 13%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წელს სრული წარმოება 12,645 მლნ. კილოვატსაათი იყო). ელექტროენერგიის წარმოების ყოველწლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (+6%), თბოელექტროსადგურების(+42%) და ქარისელექტროსადგურების (+5%) მიერ გამომუშავებული ენერგიის წარმოების ზრდამ განაპირობა.



„წარმოების უდიდესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე (ჰესი) მოდის. ჰიდროელექტროსადგურებში წარმოებული ელექტროენერგიის წლიურმა მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2022 წელს ჰესების მიერ ელექტროენერგიის წარმოება 10,771 მლნ. კილოვატსაათს გაუტოლდა (სრული წარმოების 75.6%); ქარის ელექტროსადგურების წარმოება - 88 მლნ. კილოვატსაათს (სრული წარმოების 0.6%); თბოელექტროსადგურების (თესების) წარმოება - 3,388 მლნ. კილოვატსაათს (სრული წარმოების 23.8%).



„ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 14,181 მლნ. კილოვატსაათი შეადგინა, რაც აგრეთვე რეკორდული წლიური მაჩვენებელია. მთლიანობაში, მოხმარებული ელექტროენერგია 2022 წელს 3%-ით გაიზარდა 2021 წელს არსებულ 13,753 მლნ. კილოვატსაათთან შედარებით. 2022 წელს, გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ, მოხმარებას 65 მლნ. კილოვატსაათით გადააჭარბა თბოელექტროსადგურების რეკორდულად მაღალი გამომუშავების მეშვეობით), რაც სრული წარმოების 0.5%-ს შეადგენდა (2021 წელს წარმოებასადა მოხმარებას შორის სხვაობამ 1,108 მლნ. კილოვატსაათი შეადგინა, რაც 2021 წელს სრული წარმოების 9%-ს, ხოლო სრული მოხმარების 8%-ს გაუტოლდა).




ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემდეგნაირად გადანაწილდა: ენერგო-პრო ჯორჯია 1 (31% - 4,388 მლნ. კილოვატსაათი), თელასი (21% - 3,023 მლნ. კილოვატსაათი), აფხაზეთი (21% - 3,029 მლნ. კილოვატსაათი) და პირდაპირი მომხმარებლები (26%-3,726 მლნ. კილოვატსაათი.წლიური მოთხოვნა აფხაზეთისგან(+3%), თელასისგან (+7%), და პირდაპირი მომხმარებლებისგან (+5%), გაიზარდა, ხოლო ენერგო-პრო ჯორჯიასგან შემცირდა (-0.3%).



2022 წელს საქართველომ 1,533 მლნ. კილოვატსაათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა (აღნიშნული მაჩვენებელი 24%-ით ნაკლებია 2021 წელს იმპორტირებულ 2,006 მლნ. კილოვატსაათთან შედარებით). ზედიზედ მეორე წლის განმავლობაში, რუსეთი მთავარი იმპორტიორი იყო. ენერგიის 83% რუსეთიდან შემოვიდა (საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ელექტროენერგიის 71% აფხაზეთს მიეწოდა), თურქეთიდან - 9%, ხოლო აზერბაიჯანიდან - 8%.



2022 წელს ელექტროენერგიის ექსპორტი 148%-ითგაიზარდა, 2021 წელს არსებული 391 მლნ. კილოვატსაათიდან, 971 მლნ. კილოვატსაათამდე . ელექტროენერგიის ექსპორტში მთავარი პარტნიორი თურქეთი იყო, სადაც ექსპორტირებული ენერგიის 89%გავიდა. თურქეთის შემდეგ, ექსპორტირებული ენერგიის ყველაზე დიდი ნაწილი (10%) სომხეთში, დარჩენილი 1% კი - აზერბაიჯანში გავიდა“, - აღნიშნულია ISET-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 



2022 წელს ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 4%-ით გაიზარდა (2021 წელს არსებული 7.84 თეთრიდან კილოვატსაათზე - 8.17 თეთრამდე კილოვატსაათზე). 2022 წელს ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 134%-ით გაიზარდა (2021 წელს არსებული 10.77 თეთრიდან კილოვატსაათზე - 25.17 თეთრამდე კილოვატსაათზე).






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up