2022 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 26.9 მგვტ. მათ შორის ყველაზე დიდი იყო 10.0 მეგავატი სიმძლავრის ნაკრა ჰესი, ყველაზე პატარა კი 0.9 მგვტ ბერალი ჰესი. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
„2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრე 4.5 გიგავატი შეადგენდა, აქედან 3.4 გვტ ჰესები იყო, 0.02 გვტ ქარის ელექტროსადგური, ხოლო 1.1 გვტ თბოელექტროსადგური. განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მხარდაჭერის ახალი მექანიზმის - ფასთაშორისი ხელშეკრულების (CFD) დანერგვით, მოსალოდნელია ინვესტორების ინტერესის ზრდა და შესაბამისად ახალი სადგურების მშენებლობის ტემპის მატება,“- ნათქვამია „გალთ ენდ თაგარტის“ ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვაში.