2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა 2,5 მლნ ტონა შოკოლადი და შოკოლადის ფილა გაიტანეს, აქედან 65% ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებზე მოდის. ინფორმაციას Eurostat-ი ავრცელებს.
შოკოლადისა და შოკოლადის ფილის საუკეთესო ექსპორტიორები იყვნენ: გერმანია, ნიდერლანდები და პოლონეთი.
გერმანიამ 680,000 ტონა შოკოლადის ექსპორტი განახორციელა, რაც ევროკავშირის მთლიანი შოკოლადის ექსპორტის 28%-ია;
ნიდერლანდებმა - 322,000 ტონა (13%);
პოლონეთმა - 295,000 ტონა (12%).