ევროკავშირის ქვეყნებმა - იტალიამ, საბერძნეთმა და ბულგარეთმა - 2022 წელს აზერბაიჯანისგან 15 598 852 000 ევროს ღირებულების ბუნებრივი აირი იყიდეს. ინფორმაციას რუსული პრესა ევროსტატის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ევროკავშირის ქვეყნებში აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის ღირებულებამ 3 892 233 000 ევრო შეადგინა.
გამოცემის ინფორმაციით, აზერბაიჯანში 2022 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნებისგან გაზის შესყიდვის ხარჯი დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა.
რაც შეეხება გაზის მოცულობას, „ინტერფაქს აზერბაიჯანის“ მონაცემებით, 2022 წელს აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი 18%-ით, 22,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა, აქედან ევროპაში მიწოდებამ 11,4 მილიარდი კუბური მეტრი (+39%) შეადგინა. 2023 წლისთვის აზერბაიჯანიდან გაზის ექსპორტი კიდევ გაიზრდება და 24 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს, აქედან მინიმუმ 12 მილიარდი კუბური მეტრი - ევროპაში წავა.