ევროკავშირში წლიური ინფლაცია 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა და 9,2%-ს მიაღწია. 2021-ში წლიური ინფლაცია 2.9% იყო. ინფორმაციას ევროსტატი ავრცელებს.
2022 წელს წლიური ინფლაცია მსოფლიოს 3 უდიდეს ეკონომიკაში ასე გამოიყურება:
შეერთებული შტატები - 8.7%;
იაპონია - 2.5%;
ჩინეთი - 2.0%.
2022 წელს ევროკავშირში საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებლები ყველაზე მაღალი იყო:
უძრავ ქონებაზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზსა და სხვა საწვავზე (18.0%),
ტრანსპორტზე (12.1%),
საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე (11.9%).