ევროკავშირში 2022 წლის II და III კვარტალში 3.1 მილიონმა უმუშევარმა, ანუ 23.4%-მა იპოვა სამუშაო, 6.8 მილიონი (51.9%) კვლავ უმუშევარი დარჩა, ხოლო 3.2 მილიონი (24.7%) იქცა არასამუშაო ძალად. ინფორმაციას ევროსტატი ავრცელებს.
დასაქმებულთაგან 2.6 მილიონმა (1.3%) დაკარგა სამსახური, ხოლო 5.3 მილიონი (2.6%) იქცა არასამუშაო ძალად.
ევროსტატის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალაში ჩათვლილთაგან 4.8 მილიონი (4.1%) დასაქმდა, 2022 წლის მესამე კვარტალში - 4.0 მილიონი (3.4%)