2022 წელს 881 200-მა ევროკავშირის არაწევრმა მოქალაქეებმა პირველად მოითხოვა თავშესაფარი და მიმართა ევროკავშირის ქვეყნებს საერთაშორისო დაცვისთვის რაც 64%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გასულ წელს პირველად თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 537 400 იყო. ინფორმაციას Eurostst-ი აქვეყნებს.
2022 წელს სირიელებმა შეიტანეს ყველაზე მეტი განაცხადი. მათი რიცხვი 131 970 იყო და ეს მაჩვენებელი ევროკავშირში პირველად განაცხადების საერთო რაოდენობის 15%-ია. ამას მოსდევს ავღანელთ მაჩვენებელი (113 495 - 13%).
2022 წელს თავშესაფრის პირველად განმცხადებელთა თითქმის ნახევარს (46%) ჰქონდა აზიის მოქალაქეობა, ხოლო 22%-ს - აფრიკის, 17%-ს - ევროპის მოქალაქეობა (არა ევროკავშირის) და 14%-ს - ჩრდილოეთ ან სამხრეთ ამერიკის.
განმცხადებლები ვენესუელიდან და თურქეთიდან თითოეული ევროკავშირის მთლიანი რაოდენობის თითქმის 6%-ს წარმოადგენდნენ, შესაბამისად 50 050 და 49 720 განაცხადით. მათ მოსდევს კოლუმბია 42 420 განმცხადებლით (5%).
2022 წელს თავშესაფრის 217 735 პირველად რეგისტრირებული აპლიკანტით, გერმანიას ყველაზე მეტი განმცხადებელი ჰყავდა, რაც ევროკავშირში პირველად განმცხადებელთა საერთო რაოდენობის მეოთხედს შეადგენს (25%); მას მოჰყვა საფრანგეთი (137 510, ანუ 16%) და ესპანეთი (116 135, ანუ 13%), შემდეგ - ავსტრია (106 380, ანუ 12%) და იტალია (77 200, ანუ 9%). ევროკავშირის ეს ხუთი წევრი ერთად შეადგენდა ევროკავშირში თავშესაფრის პირველად განმცხადებელთა სამ მეოთხედს (75%).
ევროკავშირის თითოეული ქვეყნის მოსახლეობასთან შედარებით, 2022 წელს თავშესაფრის პირველად რეგისტრირებულ მსურველთა ყველაზე მეტი რაოდენობა იყო:
კვიპროსში (23 864 პირველად განმცხადებელი მილიონ ადამიანზე),
ავსტრიაში (11 848),
ლუქსემბურგი (3 711).
ყველაზე დაბალი:
უნგრეთში (5),
სლოვაკეთში (92).