როგორი იქნება დასაქმების ბაზარი 2022 წელს

როგორი იქნება დასაქმების ბაზარი 2022 წელს

access_time2021-12-31 12:00:03

ტექნოლოგიურმა განვითარებამ დასაქმების ბაზარზე თამაშის ახალი წესები დაამკვიდრა. IT სფერო სულ უფრო იზრდება, ხოლო ზოგიერთი პროფესიის მიმართ, განსაკუთრებით ის მიმართულებები, რომელიც დიდწილად ხელით შრომას გულისხმობს, ნაკლებად მოთხოვნადია.



როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, ძველი პროფესიები თანდათან გაქრება და ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს ისეთი სპეციალობების წამოწევას, რომლებიც თანამედროვე, მაღალმწარმოებლურია და მეტი დამატებითი ღირებულების შექმნის რესურსი გააჩნიათ.

 


,,პროფესიებს არ ახასიათებს მყისიერი ცვალებადობა. ეს დამოკიდებულია საზოგადობრივ მოთხოვნილებასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე. მაგალითად, ჩემი თვალსაწიერიდან გაქრა ისეთი პროფესიები, როგორიც იყო ზღვის სანაპიროზე ფოტოგრაფები, რომლებიც დადიოდნენ და სურათებს იღებდნენ. არადა ამ საქმიანობის გარეშე ათეული წლების წინ ტურიზმს ვერც კი წარმოიდგენდით. ზრვის სანაპიროებზე რიგი იდგა, რომ დამსვენებლებს ფოტოები გადაეღოთ. ბევრი ადამიანი ამით შემოსავალს იღებდა.  წლების განმავლობაში მოთხოვნადი ხდება ისეთი პროფესია, რომელიც ტექნოლოგიებს უკავშირდება, ბლოგერი და ინფორმაციული ტექნოლოგიების ხაზით მომუშავე პროფესიები 2022 წელს უფრო მოთხოვნადი გახდება, ეს ტენდენცია 2021 წელსაც შესამჩნევი იყო. მოთხოვნა იზრდება ისეთ პროფესიებზე, რასაც მეტი დამატებითი ღირებულების შექმნის რესურსი გააჩნია. ასეთია ტექნოლოგიებთან, საფინანსო სფეროსთან, უძრავი ქონების შეფასებისა და მომსახურების სხვა სფეროებთან დაკავშირებული პროფესიები. გარდა ამისა, რეალურ სექტორშიც იზრდება შრომის მწარმოებლურობა. ჩვენ ბოლო პერიოდში დასაქმების აბსოლუტური მაჩვენებლის შემცირების პერიოდშიც კი გვქონდა დამატებითი ღირებულების ზრდის მაჩვენებელი“, - ამბობს არჩვაძე.



სტატისტიკოსის აზრით,  საფრთხე დაემუქრება ყველა ისეთ საქმიანოაბს, სადაც ადამიანის ფიზიკური შრომაა საჭირო.




,,შრომის ფორმალიზება, ჩანაცვლება მოხდება დროთა განმავლობაში, მათ შორის რობოტექნიკის გამოყენებით. პირობითად, აქტიური მუშაობა მიდის, რომ უპილოტო და უმძღოლო სატრანსპორტო საშუალებები იქნას დანერგილი. მაგალითად, სან პაოლოში 400-ზე მეტი საჰაერო ტაქსი მოძრაობს და ეს მიმართულება ჩვენშიც დაიმკვიდრებს ადგილს. ვერ გეტყვით,  რამდენი წელი დასჭირდება, მაგრამ მოთხოვნა  შეიძლება შემცირდეს ბუღალტერზეც, საუბარია არა საერთოდ გაუქმებაზე, არამედ რაოდენობაზე. ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ წარმოებისა და მომსახურების სფეროში რაც შეიძლება მეტი ტექნიკური საშუალებები იქნას გამოყენებული, შრომის ფონი და მეცნიერული ტევადობა გაიზარდოს, რაც შეიძლება იყოს ყველა სფეროში. 90-იან წლებში ადამიანები საათობით იდგნენ, რომ გაზის და დენის საფასური გადაეხადათ. დღეს კონტრაქტი ფორმდება შესაბამის სამსახურთან ბანკების მეშვეობით და ავტომატურ რეჟიმში ხდება გადახდა. მომსახურების ცოცხალი კონტაქტი ორგანიზაციას და მოქალაქეებს შორის არ არის. ასე თანდათან ჩვენ უკონტაქტო მომსახურების სფერო გაფართოვდება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ეს საახალწლო პერიოდშიც გამოჩნდა. ოჯახების დიდი ნაწილი საახალწლოდ ქსელურ მარკეტებსა და რესტორნებში უკვეთავს საკვებს, რის ფაქტებიც წინა წლებში ნაკლებად იყო, მაგრამ დღეს თითქმის მასიურადაა. ეს მომსახურებაც ტექნიკის განვითარების და მობილობის მაჩვენებელია“, - აღნიშნავს არჩვაძე ,,კომერსანტთან“.

 


გარდა ამისა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ვინც მაღალტექნოლოგიურ პროფესიას ეუფლება, სამწუხაროდ, შესაბამისი ვაკანსიის პოვნა საზღვარგარეთ უწევს. სოციოლოგ პაატა აროშიძის თქმით, მართალია, შედარებით იშვიათი პროფესიები ყოველთვის იძლევიან მეტი სამუშაო ადგილების შეთავაზების საშუალებას, მაგრამ ამ მხრივ პროფესიონალების პოვნა ხშირად პრობლემას წარმოადგენს. 



,,როგორც წესი, პროფესიებზე მოთხოვნას ბაზარი კარნახობს. ზოგიერთი პროფესია საერთოდ დაიკარგა, ზოგზე მოთხოვნა არის, მაგრამ კვალიფიციური კადრის პოვნა ჭირს. მაგალითისთვის, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობა გაუმჯობესდა, მაგრამ აგრონომის პროფესიით დაინტერესებული ახალგაზრდები ჯერ კიდევ არ ჩანან. ეს ქმნის შავ ხვრელს ბაზარზე, სადაც ჩნდებიან თვითნასწავლები. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სექტორია სოფლის მეურნეობა, სადაც მწირია ისეთი პროფესიები, როგორიცაა: აგრონომი, ვეტერინარი, მექანიკოსი და ა.შ. თუმცა, თუკი დეფიციტზე ვსაუბრობთ, ასეთია ასევე მაღალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიები, მაგალითად, ნანოტექნოლოგები საქართველოში რეალურად ვერ დასაქმდებიან, რადგან იგი მაღალი დონის დასაქმებას გულისხმობს. ისინი ისედაც თითზე ჩამოსათვლელადღა არიან და პროფესიით დასაქმებას ძირითადად საზღვარგარეთ ცდილობენ. გაქრობის პირასაა ფიზიკურ შრომასთან დაკავშირებული პროფესია. სულ ახლახან აჭარაში უცხოურ კომპანაის დასჭირდა მაღალი ამწის მემანქანე, რომელიც საქართველოში ვერ მოინახა და დამსაქმებელი იძულებული გახდა, კადრი უცხოეთიდან ჩამოეყვანა. ტენდენცია თუ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა  უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსების ადგილი გახდება“, - აცხადებს პაატა აროშიძე.



რაც შეეხება პროფესიებს, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალურია, ანალიტიკოსების ინფორმაციით, პირველ ადგილს იკავებს გრაფიკული დიზაინერი, მეორე ადგილზეა პრომო ვიდეოების და მუსიკალური კლიპების რეჟისორი. მოთხოვნაა ასევე კრეატიულ მენეჯერზე, როგორიცაა  ბრენდის სპეციალისტი.



უცხოელი ექსპერტების პროგნოზით, რობოტიზაციის მიმდინარე ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2030 წელს მსოფლიოში 375 მილიონ ადამიანზე მეტი დარჩება უსამსახუროდ, ხოლო 800 მილიონზე მეტ დასაქმებულს ახალი სპეციალობის ათვისება მოუწევს. 



მარი ჩიტაია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up