2022 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოავლინეს. კანონდამრღვევებს 4098,997 კუბურ მ-მდე მერქნული რესურსი ჩამოერთვათ. სამართალდარღვევები, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.
ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია რეგიონების „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.