2022 წელს მედიკამენტებზე ფასების მატება ფაქტობრივად არ ყოფილა - PSP წელს აჯამებს

2022 წელს მედიკამენტებზე ფასების მატება ფაქტობრივად არ ყოფილა - PSP წელს აჯამებს

access_time2023-01-04 11:00:00

2022 წელი ყველაზე ხელმისაწვდომობით იყო გამორჩეული და ფასების მატება ფაქტობრივად არ ყოფილა, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში psp-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა. მისი განმარტებით, 2022 წელს ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის არის თურქული მედიკამენტების ბაზარი გაიხსნა.



„მედიკამენტების ფასებთან მიმართებაში 2022 წელი სტაბილურობით გამოირჩეოდა, რადგანაც თითქმის არანაირი ცვლილება მედიკამენტების ფასებზე არ მომხდარა. პირიქით ჩვენ ვეცადეთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა ყველა მედიკამენტი. ამას ხელი შეუწყო დადგენილებაში შეტანილმა ცვლილებამაც, რომლითაც პარალელური იმპორტის საშუალებით შესაძლებელი გახდა უფრო მეტი მედიკამენტის შემოტანა და ასევე დაჩქარებული წესით მოხდა თურქეთში წარმოებულ ევროპული მედიკამენტების რეგისტრაცია საქართველოში. ამან ხელი შეუწყო იმას, რომ რასაც ჩვენ 2017 წლიდან „ფორმა 100“-ის საშუალებით ვახდენდით მომხმარებლის უშუალო საჭიროებისთვის ინდივიდუალურად შეკვეთებით შემოტანას თურქეთიდან. ახლა უკვე 2022 წელს ეს მედიკამენტები კიდევ უფრო იაფად, უფრო დაბალ ფასად ვიდრე ევროპული მწარმოებლების მიერ შემოტანილი მედიკამენტებია უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის საქართველოში. დღესდღეობით ქსელში გაქვს 247 დასახელების თურქეთში ნაწარმოები მედიკამენტი. ასევე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი მედიკამენტების რეგისტრაციის პროცესი. ამან კი ხელი შეუწყო იმას, რომ უცხოელ მომწოდებლებთან და მათ შორის თურქ მწარმოებლებთან ეს რეგულაცია დაგვეხმარა იმაში, რომ მედიკამენტების ფასების გაიაფება მიგვეღწია“, - აცხადებს ნათია ხაბეიშვილი.



psp-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განმარტებით, psp-ს დილერი კომპანია გახდა საკმაოდ დიდი შრომის შედეგად და ეს ლიდერობა წარმოჩინდა უკვე 2005 წელს, რაზეც უკვე ციფრები მეტყველებდნენ.




ნათია ხაბეიშვილის თქმით, ამაში კომპანიის მიღწევებს ფასი არ ექნებოდა, რომ არა მომხმარებლების ერთგულება, რომლებიც მუდმივას სარგებლობენ psp-ს შეთავაზებებით.



„ჩვენ ვართ მომხმარებლებზე ორიენტირებული კომპანია“, - აცხადებს ხაბეიშვილი.


თეგები:
PSP



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up