2022 წელს მოვალეთა რეესტრში 165 025 იურიდიული და ფიზიკური პირი მოხვდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, მოვალეთა რეესტრში მოხვედრილი 165 025 პირიდან, 7 318 იურიდიული პირია, ხოლო 157 707 - ფიზიკური.
გასული წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, რეესტრიდან ამოირიცხა 124 199 პირი, აქედან 118 134 - ფიზიკური, ხოლო 6 065 იურიდიული პირი იყო.
2022 წელს აღნიშნული სტატისტიკა მცირედით გაზრდილია, რადგან 2021 წელს მოვალეთა რეესტრში 154 308 პირი მოხვდა, საიდანაც 149 251 ფიზიკური, 5 057 იურიდიული იყო. რეესტრიდან ამოირიცხა 133 605 პირი, საიდანაც 129 676 ფიზიკური, ხოლო 3 929 იურიდიული პირია.
მოვალეთა რეესტრში მოხვედრილ პირთა შესახებ მონაცემები, რომელიც 2022 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აღსრულების ეროვნული ბიუროდან დეპუტატმა ანა წითლიძემ სადეპუტატო კითხვის პასუხად მიიღო.