2022 წელს მსუბუქი ავტომობილების რე-ექსპორტი გაორმაგდა, როგორც ტრადიციული ისე ევრაზიული კავშირის ქვეყნებისგან გაზრდილი მოთხოვნის გამო, — ამის შესახებ galt&taggart-ის კვლევაში „ავტომობილების ბიზნესი საქართველოში“ არის აღნიშნული.
მსუბუქი ავტომობილების რე-ექსპორტი ძირითადად ხორციელდებოდა ევრაზიულ კავშირში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში.
კვლევის მიხედვით, გასულ წელს რე-ექსპორტის ზრდა ძირითადად ახალ მანქანებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ახალი ავტომობილების რე-ექსპორტში ტოპ-5 ბრენდი იყო: TOYOTA; LEXUS; HYUNDAI; FORD და AUDI.
რაც შეეხება ახალი ავტომობილების ადგილობრივი რეგისტრაციებს, ტოპ-5 ბრენდი 2022 წელს ესენი იყო: TOYOTA; HYUNDAI; KIA; MITSUBISHI და MERCEDES-BENZ.
galt&taggart-ის ინფორმაციით, 2023 წელსVolkswagen, Mercedes-Benz, BMW, Fiat და Renault დივერსიფიცირებული წარმოების ფონზე, უფრო რეზისტენტულები იქნებიან ფასების ზრდის მიმართ, ხოლო Opel-ს, Land Rover-სა და Smart-ს, რომლებსაც თითქმის სრულად ევროპაში აქვს წარმოება, გაუჭირდება სტაბილური ფასების შენარჩუნება 2023 წელს.