2022 წელს მთავრობა 18.4 მილიარდის დახარჯვას გეგმავს - ბიუჯეტის პროექტი

2022 წელს მთავრობა 18.4 მილიარდის დახარჯვას გეგმავს - ბიუჯეტის პროექტი

access_time2021-10-04 09:00:00

2020 წელს მთავრობა 18.443 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს - ამის შესახებ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა. ამასთან, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, გაისად მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რის შედეგადაც მშპ-ის ზომა ნომინალურ 64.7 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს.



პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის მომავალ წელს 1.653 მლრდ ლარი დაიხარჯება, რაც 2021 წელთან შედარებით 17.1 მლნ ლარით მეტია (2021 წელს 1.636 მლრდ ლარი). იზრდება მომუშავეთა რიცხოვნობაც, თუ წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული იყო 112 605 ადამიანი, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა 112 712 ადამიანი იქნება.



რაც შეეხება უშუალოდ COVID-19-ის ვირუსის მართვას, ბიუჯეტში 500 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, რაც წლევანდელთან შედარებით 310 მილიონით ნაკლებია.



ცნობისათვის, ეს არის 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.



სამინისტროების მიხედვით 18.443-მილიარდიანი ბიუჯეტიდან ასიგნებები ასე ნაწილდება:




ფინანსთა სამინისტრო - 93 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით ზრდა - 4.1 მილიონი ლარი)



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 741 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით ზრდა 98.2 მლნ ლარი)


ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 2 843 970 000 ლარი (2021 წელთან შედარებით ზრდა 387.3 მილიონი ლარი)


იუსტიციის სამინისტრო - 268.4 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით კლება 28.1 მილიონი ლარი)


დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 5.941 829 000 ლარი (2021 წელთან შედარებით კლება 151.1 მილიონი ლარი)


საგარეო საქმეთა სამინისტრო - 175.5 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით ზრდა 4.8 მილიონი ლარი)


თავდაცვის სამინისტრო - 918 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით კლება 12 მილიონი ლარი)


შინაგან საქმეთა სამინისტრო - 800 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით ზრდა 20 მილიონი ლარი)
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 577 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით კლება 51.5 მილიონი ლარი)


განათლების და მეცნიერების სამინისტრო - 1 637 495 000 ლარი (ზრდა 2021 წელთან 112.7 მილიონი ლარი)
კულტურის და სპორტის სამინისტრო - 343 მილიონი ლარი (2021 წელთან შედარებით კლება 8.6 მილიონი ლარი)



bpn.ge



თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up