2022 წელს მთავრობა ვალის ზრდას გეგმავს

2022 წელს მთავრობა ვალის ზრდას გეგმავს

access_time2021-10-02 17:00:28

მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი გაუგზავნა, რომლიდანაც ირკევა, რომ, მომავალ წელს მთავრობა 3.1 მილიარდი ლარის ახალი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 3.1 მილიარდი ლარის საგარეო სესხებთან ერთად, მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების გამოშვებით 1.3 მილიარდი ლარის შიდა ვალს აიღებს. ჯამურად, 2022 წელს მთავრობა 4.4 მილიარდით გეგმავს ვალდებულებების ზრდას. რაც შეეხება, ვალების გასტუმრებას, მთავრობა გაისად აპირებს გაისტუმროს 1.2 მილიარდამდე სავალო ვალდებულება, საიდანაც 1.2 მილიარდი საგარეო ვალის დაფარვას მოხმარდება.

2022 წლის ბოლოსთვის მთავრობის მთლიანი ვალდებულებები საპროგნოზო მშპ-ის 52.1%-ზე არის დაგეგმილი.

 ვისგან რამდენის სესხებას გეგმავს მთავრობა გაისად იხილეთ ქვემოთ:

  1. საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ  − 1.9 მილიარდი ლარი.
  2. აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამისთვის - 318 მილიონი ლარი.
  3. აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარებისთვის  - 150 მილიონი ლარი.
  4. აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები კლიმატზე მორგებული ირიგაციის სექტორის განვითარებისთვის - 190 მილიონი ლარი.
  5. მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები განვითარების პოლიტიკის ღონისძიება-2022 პროგრამისთვის (DPO-2022) - 157 მილიონი ლარი.
  6.  საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები სოციალური კეთილდღეობის პროგრამა-IV-ისთვის  – 109 მილიონი ლარი.
  7. საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები თანხა წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამისთვის  - 109 მილიონი ლარი.(ADB-ს II ტრანშის თანადაფინანსება).
  8. საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები თანხა  საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა- V-ისთვის  – 164 მილიონი ლარი.


ცნობისთვის, მიმდინარე წლის ზაფხულზე საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების 75 მილიონი ევროს ტრანშზე  უარი თქვა ვალის შემცირების მოტივით, თუმცა 2020 წელს ვალის ზრდის გეგმა ანალიტიკოსებს უმძაფრებს განცდას, რომ ღარიბაშვილის მთავრობის უარი ევროკავშირის დახმარებაზე პოლიტიკუ აქტი უფრო იყო, რაც სპეციალისტების ვარაუდით უკაშირდება ამ სესხის წინაპირობას,- სასამართლო სისტემის რეფორმის შეუსრულებლობას.




ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up