2022 წელს, ონკოლოგიურ სერვისებში, 134 მილიონი ლარი დაიხარჯა - თამარ გაბუნია

2022 წელს, ონკოლოგიურ სერვისებში, 134 მილიონი ლარი დაიხარჯა - თამარ გაბუნია

access_time2023-03-28 18:00:44

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებობს მიმართულებები, რომელიც მაღალი ხარჯების გათვალისწინებით, უნივერსალურად, პაციენტების სოციალური სტატუსის მიუხედავად იფარება. ასეთია ონკოლოგიური სერვისები - სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია. პროგრამა, ამ მიმართულებით, მუდმივად ფართოვდება, მაგალითისთვის, თუ 2013 წელს, აღნიშნულ მომსახურებებზე გამოყოფილი იყო 2.6 მილიონი ლარი, 2022 წელს, დაფინანსების მოცულობა, 51-ჯერ გაიზარდა და 134 მილიონი ლარი დაიხარჯა“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ონკოლოგიური სერვისები პრიორიტეტებს შორისაა 2023 წელსაც. სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მომსახურებების ხარისხი სრულ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

„აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.  მათზე რეფერენტული ფასების დაწესებით, იქმნება ძალიან საიმედო და მყარი გარანტიები, ფასების ეფექტურად სამართავად“.

 

თამარ გაბუნიას განცხადებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გარდა, სამინისტრო ახორციელებს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც სხვა, სპეციფიკურ ონკოლოგიურ საჭიროებებს ფარავს.


 

„ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ბავშვთა ონკოჰემატოლოგია, რომლის 2023 წლის ბიუჯეტიც 3 000 000 ლარს შეადგენს. ასევე, ინკურაბელური პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამა. სხვა პაციენტებთან ერთად, აქ შედის ონკოლოგიური პაციენტების მომსახურებაც და მისი ბიუჯეტი, 2023 წლისთვის,5 200 000 ლარია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ონკოლოგიური მედიკამენტებისა და სერვისების შესახებ, თამარ გაბუნიამ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

 

აღსანიშნავია, რომ ამ 10 წლის განმავლობაში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 3 მილიონზე მეტ ბენეფიციარის, 11 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდამდე ლარით დაფინანსდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up