2022 წელს ქარის და მზის ენერგიით  ევროპამ მეტი დენი გამოიმუშავა, ვიდრე გაზით

2022 წელს ქარის და მზის ენერგიით ევროპამ მეტი დენი გამოიმუშავა, ვიდრე გაზით

access_time2023-02-04 14:00:53

2022 წელს, პირველად, ევროკავშირმა მეტი ენერგია მიიღო განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, ვიდრე გაზით. მონაცემები 31 იანვარს, Ember-ის ანალიტიკოსებმა თავიანთ ანგარიშში გამოაქვეყნეს. შეგახსენებთ, რომ Ember-ი ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის იკვლევს.

 

ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ყველაზე მეტი ქარის და მზის ენერგია გერმანიამ გამოიმუშავა, ამის შესახებ Deutsche Welle-წერს.

 

მზისა და ქარის ენერგიამ ევროკავშირში გასულ წელს ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით 22% შეადგინა. ამავდროულად, გაზის წილი 20%-ია, რაც ერთი პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით.

 


ევროკავშირის ქვეყნებმა 2022 წელს 203 ტერავატსათი (TWh) მზის ენერგია აწარმოეს, რაც 39 TWh-ით ან 24%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ამან დაახლოებით 10 მლრდ ევროს ოდენობის გაზის შესყიდვის დაზოგვის საშუალება მისცა ევროკავშირს, წერენ Ember-ის ანალიტიკოსები. ქარის ენერგიით ევროკავშირს 420 ტვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც 33 ტვტ/სთ-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.

 

2022 წელს ევროკავშირში გერმანიამ ყველაზე მეტი ენერგია მიიღო განახლებადი წყაროებიდან - 126 ტვტ/სთ ქარიდან და 59 ტვტ/სთ მზისგან. თუმცა, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მთლიან ენერგეტიკულ ბალანსში „მწვანე“ ენერგიის წილი უფრო მაღალია. კერძოდ, მზის ენერგია უზრუნველყოფს მთლიანი ელექტროენერგიის წარმოების 14%-ს ნიდერლანდებში და 13%-ს საბერძნეთსა და უნგრეთში. გერმანიაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10%-ია.

 

რაც შეეხება ქარის ენერგიას, ის უზრუნველყოფს დანიის პროდუქციის 50 პროცენტზე მეტს, თითქმის 40 პროცენტს - ლიტვას და დაახლოებით 35 პროცენტს - ირლანდიას. გერმანიაში ქარის ენერგიის წილი დაახლოებით 20 პროცენტია.

 

ამავდროულად, 2022 წელს გერმანიამ უდიდესი პროგრესი მიაღწია მზის ენერგიის განვითარებაში, ესპანეთთან და პოლონეთთან ერთად, და ქარის ენერგეტიკაში, პოლონეთთან და შვედეთთან ერთად, ნათქვამია Ember-ის ანგარიშში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up