2022 წელს, რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც 12.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.4 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.9 წელს.
რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობით თბილისი და იმერეთი ლიდერობს, ყველაზე ნაკლები კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში იყო.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.